რუსეთის ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ის ურჩევს პრეზიდენტ პუტინს ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც რუსი ბავშვების ამერიკაში გაშვილებას კრძალავს. ორგანიზაციის დირექტორმა ბორის ალცშულერმა განაცხადა,რომ „ეს საშინელი კანონი“ უკვე გადაეგზავნა ხელმოსაწერად პრეზიდენტ პუტინს. რუსეთის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, ანალიტიკოსები კრემლის მხრიდან შურისძიებად განიხილავენ ამერიკის სენატის მიერ „მაგნიტსკის“ აქტის მიღების გამო. როგორც ცნობილია, ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი აქტი, რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსურ სანქციებს აწესებს.
რუსეთში ახალ კანონს აკრიტიკებენ
ამერიკაში გაშვილების აკრძალვის შესახებ კანონი უკვე პრეზიდენტს გადაეგზავნა