ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბავშვების გაშვილების ახალი კანონი რუსეთში


პუტინმა დაიცვა კანონი, რომელიც ამერიკის მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილებას კრძალავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაიცვა კანონი, რომელიც ამერიკის მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილებას კრძალავს.
სატელევიზიო მარათონის დროს რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ახალი კანონი შეერთებული შტატების კონგრესში დამტკიცებული საკანონმდებლო შესწორების საპასუხოდ მიიღეს, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევაში შემჩნეული რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.
ოთხშაბათს ბატონმა პუტინმა კრემლში, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ლიდერებს უმასპინძლა. შეხვედრას არ დასწრებია უზბეკეთის წარმომადგენელი.
ვლადიმირ პუტინი ამ ქვეყნებთან ერთად 2015 წლისთვის ევრაზიის საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნას გეგმავს.
XS
SM
MD
LG