ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ადამიანის უფლებადამრღვევების სია შედგება


ადამიანის უფლებების დამრღვევებზე რუსეთში აშშ-ის ვიზა არ გაიცემა და შესაბამისად დაყადაღდება მათი საბანკო ანგარიშები

რუსეთის უფლებადამცველი აქტივისტები აცხადებენ, რომ მზად არიან მოამზადონ სია, სადაც შევა ყველა ის პირი, ვინც რუსეთში არღვევს ადამიანის უფლებებს. მათ ამ გადაწყვეტილებას წინ უსრებდა ამერიკელი კანონმდებლების მიერ მსგავს პირებზე სანქციების დაწესება.
ყოფილმა დისიდენტმა და ამჟამად მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის წევრმა ლუდმილა ალექსეევამ განაცხადა, რომ ის შექმნის ჯგუფს, რომელიც გამოიძიებს ყველა საჩივარს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის კონგრესი შეისწავლის ჯგუფის მიერ მომზადებულ მასალებს და შესაბამისად იმოქმედებს.
ე.წ. მაგნიტსკის აქტს ხელი პრეზიდენტმა ობამამ გასულ კვირას მოაწერა. აქტის თანახმად, ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ-ის ვიზა არ გაეცემათ და შესაბამისად დაყადაღდება მათი საბანკო ანგარიშები.

XS
SM
MD
LG