სამი წლის წინ მოსკოვის ციხის საკანში 37 წლის რუსი ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი გარდაიცვალა. მისი მომხრეები ამბობენ, რომ მაგნიტსკი რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფინანსური მაქინაციების გამოაშკარავების გამო დააპატიმრეს და მოკლეს. მაგნიტსკის საქმე დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ქვაკუთხედად იქცა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან არკვევდა.
მაგნიტსკის ციხეში სიკვდილიდან სამი წელი გავიდა, თუმცა ამ საქმეზე რუსეთში პასუხისგებაში დღემდე არავინ მიუციათ. გასულ კვირას შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დაახლოებით 60 რუსი მოქალაქის წინააღმდეგ მკაცრი შეზღუდვები შემოიღო. მათთვის აიკრძალა ვიზების გაცემა და ამერიკაში მათი საბანკო ანგარიშები გაიყინა. ამერიკელმა კანონმდებლებმა ჩათვალეს, რომ აღნიშნული პირები პასუხს აგებენ მაგნიტსკის სიკვდილზე.
როგორც მოსალოდნელია მაგნისტსკის აქტი სენატსაც გაივლის და პრეზიდენტი ობამა მას ხელს უკვე დეკემბერში მოაწერს. კონგრესის ნაბიჯზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდერ ლუკაშევიჩმა.
მისი განცხადებით, კონგრესის მიერ მიღებულ „ანტირუსულ კანონს“ შესაძლოა უარყოფითი გავლენა ქონდეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე, რაზეც კრემლის რეაქცია საკმაოდ მკაცრი იქნება.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყველა იმ პროგრამის შეჩერებას ცდილობს, რომელიც 1990-იანი წლების სუსტ რუსეთთან არის ასოცირებული. რამდენიმე თვის წინ, კრემლმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. რუსეთში საქმიანობა შეწყვიტა გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდმაც. ასევე შეჩერდა შეერთებულ შტატებთან ერთობლივი ბირთვული თანამშრომლობის პროგრამაც.
უნივერსიტეტის პროფესორი ბორის კალიაგინი ამერიკის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ღონისძიებებზე დაეჭვებით საუბრობს, რადგან მისი თქმით ადამიანის უფლებები საუდის არაბეთშიც ირღვევა. კალიაგინი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმეტესობა რუსეთის შესახებ ცივი ომის დროინდელი სტანდარტებით აზროვნებს.
გასულ წელს, როგორც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ მოსახლეობას აუწყა, დასავლეთს რუსეთის დასუსტება სურს.
დევიდ სატერი ჰუძონის ინსტიტუტში რუსული საკითხების სპეციალისტია.
„მართალია, რომ ეს განეკუთვნება პატრიოტიზმს და ნაციონალური შოვინიზმის გამოხატულებაა, რაც რუსეთში წარმატებული ტენდენციაა, მაგრამ რუსეთში ხალხი ასევე კარგად არის გაცნობიერებული ბიუროკრატიაში არსებული კორუფციის შესახებ,“ - ამბობს სატერი.
ღირებულებათა სხვაობა რუსეთის ხელისუფლებას და დასავლეთს შორის არსებულ დაპირისპირებას აღრმავებს. მომავლ წელს ევროკავშირის დაახლოებით თორმეტი წევრი ქვეყნის პარლამენტი კორუმპირებული რუსი ჩინოვნიკებისთვის მსგავს აკრძალვებს დააწესებს. სატერი აცხადებს, რომ ეს ზომები რუსეთის მმართველი კლასის გაღიზიანებას იწვევს.
მაგნიტსკის აქტის საპასუხოდ კი რუსეთში მყოფი ამერიკელები კრემლის მხრიდან საპასუხო რეაქციას ელიან.
.