რევოლუციიდან სამი წლის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ნელი ტემპით ვითარდება
Your browser doesn’t support HTML5
სამი წლის წინ, ორშაბათს ლიბიის ლიდერის, მოამარ კადაფის ოპონენტებმა მისი ძალაუფლების წინააღმდეგ "მრისხანების დღე" გამოაცხადეს. კადაფი სამოქალაქო ომში დაიღუპა, რომელიც ქვეყანაში არეულობას მოჰყვა. თუმცა ლიბიელმა ერმა მისი მმართველობის დასრულების შემდგომ წლებში ცოტაოდენი შვება ნახა.
ლიბიელები გრძელვადიანი ავტოკრატული რეჟიმის, მისი ლიდერის მოამარ კადაფის დამარცხებიდან სამი წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამ მოვლენამ ერის ცხოვრებაში ისტორიული როლი ითამაშა.
იმ დროს ლიბიის დედაქალაქში, ტრიპოლიში რევოლუციური დროშები იყო გადმოფენილი, ქუჩები გასუფთავებული. ზოგიერთი ლიბიელი ამბობდა, რომ უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდა.
დღეს, აბდ ალრაოფ მუჰამედი ამბობს, რომ ამ მომენტს დიდ ხანს ელოდებოდა, წუთებს ითვლიდა. ბედნიერია ამ დღესასწაულით, რადგან ამ დღეს ტირანი და დამცირება დამარცხდა, ღმერთის ნებით ქვეყანაში სიმშვიდე დამყარდა.
ეს ოპტიმისტური ხედვაა. მანამდე ერთი კვირით ადრე, გადამდგარმა გენერალმა ხალიფა ჰაფთარმა, რომელიც ამ რევოლუციის ერთ-ერთი გმირია, სამხედრო გადატრიალების შესახებ გააკეთა განცხადება.
მისი თქმით, ლიბიის ეროვნული არმია, ხალხის არმია და არმია, რომელიც პროტესტს აცხადებს, განცხადებას აკეთებს იმის შესახებ, რომ გადამწყვეტი ბრძოლა ცხადდება ქვეყანაში დაპირისპირების დასრულებასთან დაკავშირებით.
პოლიტიკური ლიდერები შიშობდნენ, რომ ლიბიის არმია ისეთი პატარა იყო, რომ ასეთ მდგომარეობაში წარმატების ძალიან პატარა შანსი ჰქონდა. ხალიფას მხარდაჭერის პირობებში ეს უფრო რთული იქნებოდა, ამიტომაც მალევე მოსპეს საფრთხე და ხალიფას დაპატიმრების შესახებ ბრძანება გაიცა.
ეს ლიბიის დიდ პრობლემაზე მიუთითებს. ლიბიელები შეიძლება აღნიშნავენ კადაფის დიქტატორული მმართველობის დასრულებას, თუმცა ჯერ კიდევ არ შეუქმნიათ ქვეყანაში ძლიერი ინსტიტუციები, რათა არსებული სახელისუფლო ვაკუუმის შევსება მოხდეს.
ქვეყანა დაყოფილია რელიგიურ და თემთა საბჭოებად. ბევრ ასეთ საბჭოს სხვადასხვა სამხედრო დაჯგუფებები უჭერენ მხარს. ცენტრალური ხელისუფლება ნაციონალისტებისა და ისლამისტების დაპირისიპირების ცენტრში აღმოჩნდა და როგორც მთავრობის მოწინაღმდეგენი აღნიშნავენ ხელისუფლებას მოქმედების მანდატი უკვე ამოეწურა.
კონსულტანტი ლოფტი მოსბაჰი ამბობს, რომ შვიდი თებერვლის შემდეგ ეროვნული გენერალური კონგრესი არალეგალურად გამოცხადდა. ის ამბობს, რომ ეს ზომა თუმცა 7 თებერვლის შემდეგაც კი ისევ გრძელდება სესიების მიმდინარეობა და გადაწყვეტილებებსაც ღებულობენ. აქტივისტის თქმით, ამით კანონის მანიპულირება ხდება.
ლიბანელები ხუთშაბათს ასამბლეის მიერ ახალი კონსტიტუციის პროექტს უყრიან კენჭს, რაც გარდამავალ პროცესში მყოფი ლიბიისთვის პოლიტიკურად შესაძლოა გარდამტეხიც აღმოჩნდეს.
თუმცა ზოგიერთმა, ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები მხოლოდ ერთი დღით დაივიწყა, რათა ეჩვენებინა, რომ ქვეყანაში ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს.