ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ დემოკრატიული გარდაქმნები მიმდინარეობს, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობა და რეგიონში შექმნილი სიტუაცია რეფორმების გატარებას უშლის ხელს.
ლიბიის აღმოსავლეთში ძლიერდება სეპარატისტული განწყობები. მიდის სერიოზული მსჯელობა ქვეყნის ფედერალიზაციის შესახებ. ლიბიის ახალი ლიდერები და ქვეყნის დასავლეთში მცხოვრები პოლიტიკოსები შიშობენ, რომ ავტონომიის შემდეგ სეპარატისტებმა შესაძლოა აღმოსავლეთ რაიონების სრული დამოუკიდებლობა მოითხოვონ.
ფედერალისტების აზრით ცენტრალურმა მთავრობამ მხოლოდ ქვეყნის თავდაცვაზე, საბანკო სისტემასა და საგარეო პოლიტიკაზე უნდა აგოს პასუხი, რაც შეეხება აღმოსავლეთ რაიონებში არსებულ ნავთობის საბადოებს, აქედან მიღებული მოგება თანაბრად უნდა განაწილდეს.
რეფორმების ნელი ტემპი და ლიბიელი პოლიტიკოსების დაუსრულებელი კინკლაობა მათ მარგინალიზაციას იწვევს, რაც აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრები ლიბიელების უკმაყოფილების საბაბი ხდება.
ლიბიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვაჟი მუჰამედ ბუსერი ცნობილი ფედერალისტია. მისი თქმით:“ ფედერალიზმის მომხრეთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. არა იმიტომ რომ მათ არ ესმით ფედერალიზმის არსი, უბრალოდ ფედერალიზმი მარგინალიზაციის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა.“
ფედარლისტების მტიცებით კადაფი ყოველთვის უგულვებელყოფდა აღმოსავლეთ ლიბიის, ანუ კირინაიკის ინტერესებს. მათი თქმით კადაფის შემდეგ მოსული ლიდერები იგივე პოლიტიკას აგრძელებენ. ისინი მხარს უჭერენ ლიბიის კიდევ ორი პროვინციისთვის ავტონომიის მინიჭებას, ესენია სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ფიზანი და ტრიპოლიტანია.
1951 წელს დეკოლონიზაციის შემდეგ ლიბიას მეფე იდრისი სწორედ ფედერალური სისტემის საშუალებით მართავდა 1969 წლამდე, როდესაც ის მუამარ კადაფიმ დაამხო.
მუჰამედ ბუსერის განცხადებით, კირინაიკის და ფიზანის მცხოვრებლები ფედერალიზმს დაუჭერენ მხარს:“ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ რომ კირინაიკაში უმეტესობა ფედერალისტი იქნება, ფიზანში კი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაგვიჭერს მხარს.“
ფედერალისტების მოთხოვნებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტრიპოლის ცენტრალური ხელისუფლება და რევოლუციის ცენტრების მისრატას და ზინტანის სახალხო ლაშქრის ძლიერი ლიდერები. ზომიერად განწყობილი ლიბიელი პოლიტიკოსების უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ფედერალიზმზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.
ლიბიის პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აბდ ალ-ვაჰაბ მუჰამედ ქაიდი თავის შეშფოთებას არ მალავს. მისი თქმით:“ პრინციპში მე ფედერალიზმის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ასეთ დროს, დღევანდელ პირობებში ამ საკითხის წამოწევა უპასუხისმგებლობად მიმაჩნია.“
ფედერალიზმის მომხრეები ბენღაზიში ისლამური მილიციის მხარდაჭერით სარგებლობენ, მათ შორის არის ანსარ ალ-შარიას დაჯგუფება, რომელიც შარშან სექტემბერში ამერიკის საკონსულოზე მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობდა. ამ თავდასხმის შედეგად ლიბიაში შეერთებული შტატების ელჩი ქრისტოფერ სტივენსი დაიღუპა.
მუჰამედ ბუსერის აზრით ფედერალიზმის მომხრეების ინტერესებში არ შედის ძალადობის გამოყენება. მისი თქმით:“ მე ვიცი, რომ ისინი დამოუკიდებლობას და ლიბიის ერთიანობას უჭერენ მხარს. ფედერალზმი მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებისთვის არის აუცილებელი, თუმცა ამით შესაძლოა სხვა ძალებმა ისარგებლონ.“
ლიბიის ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყნის აღმოსავლეთში ფედერალიზმის იდეის მომხრეთა გული მოიგოს. როგორ განვითარდება მოვლენები ამას მომავალი გვიჩვენებს.