ტრიპოლიში რიქსოსის სასტუმროს წინ, იქ სადაც პარლამენტი იკრიბება, დემონსტრაცია გაიმართა. მოთხოვნა ერთია, ის ვინც კადაფის 42 წლიანი დიქტატურის დროს განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა, რევოლუციის შემდეგ აღარ უნდა იყოს საჯარო სამსახურში.
პარლამენტში ეს საკითხი საკმაოდ რთულად დგას, კენჭისყრა ამასთან დაკავშირებით მომავალი კვირისთვის გადაიდო. თუმცა ოფიციალური დებატები გრძელდება როგორც სესიებზე, ისე რესტორნებში, ყავის სახლებსა და თურქულ აბანოებშიც კი.
კანონზე, რომელზეც ამჟამად კანონმდელბლები მუშაობენ კრიტიკოსების აზრით გაურკვეველია, რადგანაც ის შეეხება იმ პირებსაც კი, რომელთაც შორეული კავშირები ჰქონდათ სამთავრობო სექტორთან, ან 10 წლის მანძილზე მსახურობდნენ სხვადასხვა საჯარო სამსახურში. ამ კატეგორიაში შესულები არიან ჟურნალისტებიც, უნივერსიტეტის პროფესორებიც და ბანკის მენეჯერები.
ლიბიის პარლამენტის წევრი ომარ ხალედ ოდები აცხადებს, რომ კანონს ლიბიელთა დიდი ნაწილი უჭერს მხარს, მას მიაჩნია, რომ ლიბია უნდა განთავისუფლდეს კადაფის რეჟიმის სამარცხვინო დაღისგან.
„ ადამიანები თითქმის 42 წელი მუშაობდნენ ძველ სისტემაში. თუ ეს ხალხი კვლავ ჩვენს გვერდით იმუშავებს, მაშინ რისთვის ვიბრძოლეთ? მხოლოდ კადაფის იჯახი რომ მოგვეშორებინა? ეს იყო მიზანი? კანონი ყველას უნდა შეეხოს. ჩვენ მათ ლიკვიდაციას არ ვაპირებთ, უბრალოდ მათ აღარ უნდა მიეცეთ პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეების რანგში უნდა იმყოფებოდნენ. მათ ლიბიაში დარჩენის უფლებაც აქვთ. ეს არაა პრობლემა“
ომარ ხალედ ოდების ოპონენტები თვლიან, რომ თუ კანონი დამტკიცდება, მაშინ ქვეყანა დაუბრუნდება ძველ დროს. შედეგად ლიბია გაიმეორებს კადაფის გზას.
ლიბიელი კანონმდებელი აბდურაჰმან ალ შატერი მიიჩნევს, რომ ახალი კანონი მიღების შემთხვევაში ქვეყნის გაერთიანებას შეუშლის ხელს და შერიგების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება:
„ ამ დროისათვის ამ ზომების მიღება მიზანშეწიონილი არაა. ჩვენ ჯერ არ ვართ იმდენად ცივილიზებულები, რომ ახალი მტრები გავიჩინოთ. ლიბიას ეს ნამდვილად დააზარალებს. ამასთან გახლეჩს მოსახლეობას. შერიგება თუ არ მოხდება ჩვენთან განმეორდება იგივე რაც ერაყში მოხდა."
პარლამენტის წევრი მუჰამედ საადი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ გამორიცხვის კანონის მიხედვით ყველა ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა ძველ მთავრობასთან, განურჩევლად გახდება მისი მსხვერპლი. ამის მაგივრად საჯარო სამსახურში უნდა აეკრძალოთ მუშაობა იმ პირებს, რომლებსაც რაიმე სახის კანონდარღვევები დაუმტკიცდებათ:
„ ჩვენ ვეწინააღმდეგებით კანონის იმ ნაწილს სადაც კადაფის მმართველობის პერიოდში მომუშავე საჯარო მოხეელებს ეკრძალებათ პოლიტიკური მოღვაწეობა, განურჩევლად მათი ქმედებისა. ეს უსამართლოა, რადგანაც ბევრი იყო ისეთი ვისაც არ მოსწონდა კადაფის რეჟიმი და მათ არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათ. აქვე ისიც შეიძლება აღინიშნოს, რომ ზოგიერთს სულაც არ ჰქონდათ თანამდებობები, მაგრამ ისინი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჩადიოდნენ. ამიტომ ჩემი წინადადებაა დაისაჯონ არა თანამდებობის არამედ ქმედებების მიხედვით."
კიდევ ერთი სირთულე რაც ამ კანონს ახლავს არის კადაფის მთავრობის მინისტრის, მაჰმუდ ჯიბრისლის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კანონში უნდა შევიდეს კიდევ ერთი კატეგორიის საჯარო მოხელეები, კერძოდ ისინი ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
მისი აზრით ეს დევნილობიდან დაბრუნებული პირების პოლიტიკურ პოზიციებზე დანიშვნას შეუშლის ხელს. აქ იგულისხმება ის ახალი კანონმდებლები, რომელბიც ასე აქტიურად მოითხოვენ კადაფისდროინდელი პოლიტიკოსების საჯარო საქმიანობიდან მოშორებას.
იმ ფონზე როდესაც მრავალი საჯარო პირის პოლიტიკური მოღვაწეობა სასწორზე დგას, დებატები ლიბიის პარლამენტში განსაკუთრებული დაპირისპირებით მიმდინარეობს.