ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში რევოლუციის ორი წლისთავს აღნიშნავენ


ტრიპოლის და ბენღაზის ქუჩებში მოსახლეობა დროშებით აღნიშნავდა ამ დღეს

ლიბიელებმა რევოლუციის მეორე წლისთავი იზეიმეს. რევოლუციის, რომლის შედეგადაც პრეზიდენტ მუამარ კადაფის 40 წლიანი მმართველობა დასრულდა.
ბენღზისა და ტრიპოლში შენობებზე, ლამპრებსა და მანქნებზე, ყველგან დროშები ფრიალებდა. ქუჩებში კი პოლიცია და სამხედრო ძალები იყო მობილიზებული. საღამოს ცა ფეიერვერკებმა გაანათეს, მანქანის მძღოლებმა კი საყვირის გაბმული ხმით აღნიშნეს ეს დღე.
ზეიმის მიუხედავად მაინც არსებობდა საშიშროება რომ დაპირისპირება და ძალადობა არ მომხდარიყო. უსაფრთხოების მიზნით მთავრობამ საზეიმო აღნიშვნის განმავლობაში, კერძოდ ორი დღით, ჩაკეტა საზღვარი ტუნისთან და ეგვიპტესთან.
XS
SM
MD
LG