ლიბიის ოფიციალური წყაროების ცნობით, აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბენღაზიში ქვეყნის უსაფრთხოების შეფი მოკლეს. სამსახურიდან ღამით სახლში მიმავალი ფარაგ ალ-დერსი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.
შეტევაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის არ აუღია. ბენღაზისთვის პოლიტიკური ტერორი და ანგარიშსწორება უცხო არ არის. ბოლო თვეებში მომხდარი მანქანის აფეთქებები და სროლა ძირითადად ქვეყნის უსაფრთხოების იმ თანამშრომლების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებიც ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის დროს მსახურობდნენ.
ბენღაზიში შეერთებული შტატების საელჩოზე მიტანილი რამდენიმესაათიანი შეტევის გამო 11 სექტემბერს ამერიკის ელჩი და 3 თანამშრომელი დაიღუპა.