კალიფორნიელი მეხანძრეები შტატში ველურ ბუნებაში გაჩენილ, მძვინვარე ხანძრებს ებრძვიან. სტიქიამ 8 იანვრისთვის გაანადგურა 1000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, ასობით ათას ადამიანს კი კარ-მიდამოს დატოვების და ევაკუაციისკენ უბიძგა. ოფიციალური პირები მომდევნო დღეებში ვითარების გაუარესებას ვარაუდობენ.
ერთი დღით ადრე, ღამით დაწყებულმა სტიქიამ ლოს-ანჯელესისა და ვენტურის ოლქებში ათასამდე შენობა დააზიანა, ასობით ათასს წვდომა შეუზღუდა ელექტროენერგიაზე, ასობით ბიზნესისა და სკოლის მუშაობის შეწყვეტა გამოიწვია.
შტატის ოფიციალურმა პირებმა ხანძრის გამო ლოს-ანჯელესის ოლქში ორი ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს და გუშინდელთან შედარებით დღეს გაცილებით უარეს მდგომარეობაზე ისაუბრეს.
ასევე ნახეთ: იოჰანესბურგში ხანძარს 70-ზე მეტი ადამიანი შეეწირა