რუსეთმა 36 ქვეყანას თავის საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა 36 ევროპული ქვეყნისა და კანადისთვის თავისი საჰაერო სივრცე ჩაკეტა. ეს მათი პასუხია იმაზე, რომ ევროპელებმა და კანადამ უარი თქვეს ნებისმიერი რუსული თვითფრინავის თავიანთ ტერიტორიაზე დაშვებაზე. გუშინ საღამოდან მოყოლებული, მოსკოვისა და სხვა ქალაქების მასშტაბით, ათობით ფრენა უკვე გადაიდო. ინტერნეტში ვცრელდება უკმაყოფილო რუსი მგზავრების ვიდოებიც, სადაც ისინი რეისების უვადო გადადებით გაბრაზებულები არიან.

ასევე ნახეთ: აშშ უკრაინას დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება ევროკავშირმა და კანადამ რუსეთის უკრანაში შეჭრის საპასუხოდ მიიღო.

რუსეთი უკვე მე-5 დღეა უკრაინაში ომს აწარმოებს. რუსი სამხედროების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევია. თუმცა, ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დედაქალაქი უკვე მეხუთე დღეა უძლებს მტრის შეტევას.