ხალხმრავალი შეკრებები უსაფრთხო არ არის, არც იმ შემთხვევაში თუ ვაქცინის გამაძლიერებელი, ე.წ. ბუსტერი გაქვთ მიღებული. ეს ამერიკის წამყვანი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის განცხადების ნაწილია, სადაც ის ამერიკელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დიდი თავყრილობებისგან.
ამერიკაში რიგით მეორე შობაა, რომლის დროსაც პანდემიური შეზღუდვები მოქმედებს. მეცნიერების შეშფოთებას, წელს კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი ომიკრონი იწვევს, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ახალი ვარიანტი უკვე დომინირებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ქვეყანაში გაზრდილია ინფიცირების მაჩვენებელი. გარკვეულ შტატებში, მათ შორის ნიუ-იორკში, ავადობის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება.
ასევე ნახეთ: აშშ-ის ჯანდაცვის სპეციალისტები მომავალი კვირების სირთულეებზე საუბრობენადრეული მონაცემების მიხედვით, მეცნიერები ამბობენ, რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ის გაცილებით ნაკლებად იწვევს მძიმე ავადობას, ვიდრე დელტა ვარიანტი იწვევდა. ამ დროისთვის კვლევებისთვის მხოლოდ სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის მონაცემებია ხელმისაწვდომი.
„ეს კარგი ამბავია. თუმცა, ჩვენ უნდა დაველოდოთ რა შედეგები იქნება ჩვენს ქვეყანაში და რას გვაჩვენებს კვლევები,“- ამბობს ენტონი ფაუჩი.