ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებს


შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი იტყობინება, რომ რუსეთი განაგრძობს იმ ვალდებულებების შეუსრულებლობას, რომელიც მან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აიღო.

21 დეკემბერს კონგრესისადმი ამ თემაზე გაკეთებულ ანგარიშში ამერიკის მხარემ გააკრიტიკა რუსეთის მიერ იმპორტის შემზღუდავი პრაქტიკა სოფლის მეურნეობის სფეროში და ასევე მისი იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა.

აღნიშნულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი წელსაც აგრძელებდა მსო-ის მთავარი პრინციპების შეუსრულებლობას. ეს პრინციპებია: არადისკრიმინაცია, მეტად თავისუფალი ბაზარი, პროგნოზირება, გამჭვირვალება და თავისუფალი კონკურენცია.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ამერიკა ხელთ არსებულ საშუალებებს გამოიყენებს ამ საკითხების გადასაჭრელად და რუსეთის ბაზრებზე ამერიკული ექსპორტის უზრუნველყოფას მოახდენს.

რუსეთი მსო-ში 2012 წელს გაწევრიანდა.

ამ ანგარიშში ლაპარაკი არ ყოფილა პოტენციურ აშშ სავაჭრო ზომებზე, რომელიც შესაძლოა გატარდეს უკრაინაში კრემლის შესაძლო შეჭრის საპასუხოდ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG