მოსკოვმა 18 მარტს განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმებისგან რუსეთის ტერიტორიის დაცვის ერთადერთი გზა ბუფერული ზონის შექმნა იქნება. ის რუსეთის რეგიონებს უკრაინას უსაფრთხო მანძილით დააცილებს, რათა მათ ამ რაიონებში რუსეთის მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა ვერ შეძლონ.
ასევე ნახეთ: ნავალნაია: პუტინი არ არის რუსეთის ლეგიტიმური პრეზიდენტიკრემლმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაკეთებულ მიმართვაში ახსენა, რომ არ გამორიცხავს უკრაინის საზღვართან ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობას. რუსეთში ჩატარებული კენჭისყრა დასავლეთში არადემოკრატიულ არჩევნებადაა მიჩნეული.
ჟურნალისტებთან სატელეფონო ზარით საუბრისას, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „რაც შეეხება [უკრაინის] დრონებით თავდასხმებსა და ჩვენი ტერიტორიის, საზოგადოებრივი ობიექტების, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას, ზომები უნდა იქნას მიღებული ამ ტერიტორიების დასაცავად", - აღნიშნა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, „მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ერთგვარი ბუფერული ზონის შექმნით, რათა ნებისმიერი საშუალება, რომელსაც მტერი ჩვენზე საიერიშოდ იყენებს, მოქმედების არეალის მიღმა აღმოჩნდეს".
Your browser doesn’t support HTML5