ორშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ კვირას დაღესტანში ანტი-ისრაელურად განწყობილი ბრბოს აეროპორტში შეჭრა „გარეშე გავლენის“ შედეგი იყო.
კრემლის პრეს-სპიკერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „კარგად არის ცნობილი და აშკარაა, რომ მაჰაჩყალის აეროპორტის გარშემო გუშინ მომხდარი მოვლენები მეტწილად გარეშე გავლენის, მათ შორის, საინფორმაციო გავლენის შედეგია“.
ასევე ნახეთ: ერდოღანი ისრაელს ოკუპანტს, ნეთანიაჰუს კი ტერორისტს უწოდებსპესკოვმა თქვა, რომ „ავის მსურველებმა“ ღაზიდან გავრცელებული მძიმე კადრები, ჩრდილოეთ კავკასიის მეტწილად მუსლიმ რეგიონში, ადამიანების მღელვარების გამოსაწვევად გამოიყენეს. მას არ დაუზუსტებია, თუ კრემლის აზრით ძალადობრივი ქმედება ვინ, ან რატომ მოაწყო.
ორშაბათს რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 60 ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც ისრაელიდან თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ანტი-ისრაელური პროტესტის მონაწილეები მაჰაჩყალის აეროპორტში შეიჭრნენ.