დაწყებული კვირა დილიდან, ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზაში სახმელეთო ოპერაციას აფართოებს. სამხედრო თვითმფრინავრბმა, ისრაელის ინფორმაციით “ჰამასის” 450მდე სამიზნეს დაარტყეს. ისრაელის პრემიერი კი ომის ამ ეტაპს სამკვირიანი ბრძოლის შემდეგ ომის მეორე ფაზად მოიხსენიებს.
სატელეფონო ქსელი და ინტერნეტი კვირას ღაზაში სრული გათიშვის მერე, რამაც სამძებრო სამუშაოებზე ცუდად იმოქმედა, ნაწილობრივ აღდგა.
ისრაელი საშუალებას მისცემს უახლოეს დღეებში ღაზამდე მიმავალი დახმარება გაიზარდოს, პალესტინური სამოქალაქო მოსახლეობა კი სამხრეთში, “ჰუმანიტარულ ზონაში” უნდა გადავიდეს, განაცხადა პოლკოვნიკმა ელად გორენმა, რომელიც ისრაელის თავდაცვის სამინისტროში პალესტინელებთან კოორდინაციის სააგენტოს კურირებს.