უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრზიდენტის მრჩეველი, მოსკოვში რომის პაპის სამშვიდობო ელჩს შეხვდება. კრემლის განცხადებით, იური უშაკოვი, პაპის წარმომადგენელს ვალდიმირ პუტინის თხოვნით შეხვდება.
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, უშაკოვი და კარდინალი მატეო ზუპი, „უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ არსებულ ვითარებას და რა თქმა უნდა, მისი პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების შესაძლო გზებს“ განიხილავენ.
ასევე ნახეთ: კრამატორსკში რუსეთის თავდასხმის მსხვერპლი იზრდება„ჩვენ ვაფასებთ ვატიკანის ძალისხმევას და ინიციატივებს, უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის ძიებაში“, - თქვა პესკოვმა.
ვატიკანის განცხადებით, მისი ინიციატივის მთავარი მიზანი „ჰუმანიტარული ჟესტების“ წახალისებაა, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას.
კარდინალი ზუპი, მანამდე, 6 ივნისს, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის რელიგიურ ლიდერებს შეხვდა.
ასევე ნახეთ: პაპი ამბობს, რომ ეცდება რუსეთში იძულებით წაყვანილი უკრაინელი ბავშვების მშობლებთან დაბრუნებასფრანგული კათოლიკური გამოცემის ინფორმაციით, მოსალოდენლია, რომ კარდინალი მოსკოვში ასევე გამართავს შეხვედრას რუსეთის პატრიარქ კირილთან. პატრიარქი კირილი, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა და სრულად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს, რომელსაც კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.