ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპი ამბობს, რომ ეცდება რუსეთში იძულებით წაყვანილი უკრაინელი ბავშვების მშობლებთან დაბრუნებას


რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას განაცხადა, რომ ვატიკანი მზად არის ხელი შეუწყოს ომის დროს რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას. მისი თქმით, ვატიკანმა უკვე იშუამდგომლა ომის პატიმართა გაცვლისთვის და გააკეთებს „ყველაფერს, რაც ადამიანურად შესაძლებელია“ ოჯახების გაერთიანებისთვის.

პატიმართა გაცვლამ "კარგად ჩაიარა. ვფიქრობ, ეს პროცესიც შეიძლება კარგად წარიმართოს. ეს მნიშვნელოვანია", - თქვა პაპმა ოჯახების გაერთიანებაზე.

პაპმა ასევე თქვა, რომ მიმდინარეობს სამშვიდობო მისიაზე საუბარი, თუმცა დეტალები არ გაუმჟღავნებია და არ დაუკონკრეტებია, ისაუბრა თუ არა სამშვიდობო ინიციატივებზე ამ შაბათ-კვირას ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ან უნგრეთში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების დროს.

"მე მზად ვარ ყველაფრის გასაკეთებლად", - თქვა ფრანცისკემ. "არსებობს მისია, რომელიც არ არის საჯარო და მიმდინარეობს. როდესაც ის საჯარო იქნება, მე მასზე ვისაუბრებ", - დასძინა მან.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა, უკრაინიდან ბავშვების გატაცებაში ომის დანაშაულში მისი შესაძლო ბრალეულობის გამო. რუსეთი უარყოფს რაიმე სახის დარღვევას და ამტკიცებს, რომ ბავშვები მათი უსაფრთხოებისთვის გაგზავნეს რუსეთში.

გასულ კვირას უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიჰალი რომის პაპს ვატიკანში შეხვდა და სთხოვა მას ითამაშოს როლი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG