ნატოს მაღალჩინოსანი ამბობს, რომ კოსოვომ და სერბეთმა არ გაითვალისწინეს საერთაშორისო მოწოდებები, გადაედგათ ნაბიჯები კოსოვოს ჩრდილოეთში ეთნიკური სერბების მონაწილეობით დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რომლებიც ემუქრებოდნენ ნატოს სამშვიდობოებს.
"ჩვენ არ გვინახავს პროგრესი დეესკალაციის მიმართულებით. ეს საფრთხეს უქმნის კოსოვოში ყველა ადამიანის, ისევე როგორც ნატოს პერსონალს,“- ამბობს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თომას გოფუსი.
ასევე ნახეთ: პუტინის მოკავშირე "ტასსის" უფროსად დაინიშნაძალადობამ ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც 50 000 სერბი ცხოვრობს და ქმნიან ადგილობრივ უმრავლესობას, მაისის ბოლოს იფეთქა. მას შემდეგ, რაც ეთნიკურმა ალბანელებმა არჩევნების შემდეგ მერის თანამდებობები დაიკავეს. შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს სერბებმა და მოითხოვდნენ მეტ ავტონომიას და დადებული შეთანხმების შესრულებას.
ნატოს მაღალჩინოსანი გოფუსი ამბობს, რომ 93 სამშვიდობო ჯარისკაცი ნატოს მისიაში, რომელიც ცნობილია KFOR-ის სახელით, დაშავდა სერბ მომიტინგეებთან შეტაკებისას, ზოგიერთი მძიმედ.სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაისის საპროტესტო აქციების დროს 52 სერბიც დაშავდა.
"ეს აბსოლუტურად მიუღებელია და აღარ შეიძლება განმეორდეს. ნატომ ეს პოზიცია ნათლად განუცხადა სერბეთის ხელისუფლებასაც,“- ამბობს გოფუსი, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე.
ვითარება კვლავ დაძაბულია ჩრდილოეთში, სადაც KFOR-ის ჯარები მუნიციპალიტეტის შენობებს იცავენ.
ასევე ნახეთ: ჩინეთმა ევროპის მთავარი დიპლომატის დაგეგმილი ვიზიტი გააუქმანატომ, რომელმაც კოსოვოში სამშვიდობო ძალები 1999 წელს განათავსა, წარმომადგენლობა მაისის თვეში გაზარდა და ადგილზე დამატებით 700 სამხედრო ჩაიყვანა. ამ ეტაპზე კოსოვოში ნატოს 4 500 სამხედრო იმყოფება.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა და აღიარა 100-ზე მეტმა ქვეყანამ, ძირითადად დასავლურმა, მაგრამ არა სერბეთმა, რუსეთმა ან ჩინეთმა.