ჩრდილოეთ კორეის მთავრობის პრესსპიკერმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამერიკის მიერ ახლახან საშუალო რადიუსის რაკეტების გამოცდა და საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის კორეის ნახევარკუნძულზე განლაგების თაობაზე გეგმები, რეგიონში ახალ "ცივ ომს" გამოიწვევს.
მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პრესსპიკერი ამბობს, რონ ჩრდილოეთ კორეას არ შეუცვლია პოზიცია იმის თაობაზე, რომ ყველა პრობლემის მოგვარება დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით სურს, მაგრამ "დიალოგი, რომელსაც სამხედრო მუქარა ახლავს თან, ჩვენ არ გვაინტერესებს".
ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჩრდილო კორეასთან მოლაპარაკებებში, სტივენ ბიგანმა გუშინ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა განაახლოს სამუშაო მოლაპარაკებები ბირთვული განიარაღების თაობაზე.