ყარაბაღელი სომხები ამბობენ, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმება მიღწეული არ არის

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობამ პარასკევს განაცხადა, რომ ჯერ არ ყოფილა აზერბაიჯანთან უსაფრთხოების გარანტიებზე, ან ამნისტიაზე შეთანხმება მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის თავდასხმის შემდეგ, ისინი იძულებული გახდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელი მოეწერათ.

ყარაბაღის მომავალი, სადაც 120 000 ეთნიკურად სომეხი ცხოვრობს, ბალანსზეა დამოკიდებული, რომლის მიღწევასაც მხარეები შეძლებენ. აზერბაიჯანს, დიდი ხნის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სადავო რეგიონის ინტეგრირება სურს, ეთნიკური სომხები კი შიშობენ, რომ მათი დევნა გაგრძელდება. ისინი მსოფლიო თანამეგობრობას მათ მიტოვებაში ადანაშაულებენ.

ასევე ნახეთ: კრემლი ფაშინიანს პასუხობს

ბაქო აცხადებს, რომ ყარაბაღელ სომხებს, რომლებიც იარაღს დაყრიან, ამნისტიას შესთავაზებს, თუმცა ზოგიერთმა მებრძოლმა საჯაროდ პირობა დადო, რომ გააგრძელებს წინააღმდეგობას. ამის შესახებ „როიტერს“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა განუცხადა.

ყარაბაღელი სომხების თქმით, შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული. „ეს კითხვები ჯერ კიდევ უნდა გადაწყდეს“, თქვა თვითგამოცხადებული არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა დავით ბაბაიანმა. „კონკრეტული შედეგები ჯერ არ არის“.

თუმცა, ბაბაიანმა ასევე თქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია ჰუმანიტარულ კლონასთან დაკავშირებით და რომ ის დღეს სომხეთიდან ლაჩინის დერეფნის გავლით ყარაბაღში უნდა გადავიდეს.

ასევე ნახეთ: აზერბაიჯანისა და ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს იწყებენ

„ძალიან მძიმე ვითარებაა: ხალხი მშიერია, დენი არ არის, საწვავი, ბევრი ლტოლვილი გვყავს“, - განაცხადა მან.

შვიდმა რუსულმა სამშვიდობო მანქანამ, მათ შორის, დიდმა სატვირთო მანქანებმა, პარასკევსვე გადალახა სომხური საგუშაგო მთიანი ყარაბაღისკენ.

აზერბაიჯანის 24-საათიანმა სამხედრო ოპერაციამ ამ კვირაში ყარაბაღის ეთნიკური სომხები აიძულა ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყვნენ. ამას სომხეთში პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ მისი გადადგომის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ერევანში გამოსვლები დღესაც გაგრძელდა, რაც 80-ზე მეტი დემონსტრანტის დაკავებით დასრულდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირობა დადო, რომ გარანტირებული იქნება ეთნიკური სომხების უფლებები. მან ასვე დასძინა, რომ რეგიონი აზერბაიჯანის შემადგენლობაში "სამოთხედ" გადაიქცევა.