ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაქო: აზერბაიჯანის განზრახვა არის მტრობისა და დაპირისპირების დასრულება


აზერბაიჯანულმა ძალებმა რამდენიმე ადგილას გაარღვიეს მთიან ყარაბაღში სომხურ ძალებთან კონტაქტის ხაზი და გადაწყვეტილი აქვთ შეასრულონ თავიანთი სტრატეგიული მიზნები, განუცხადა სააგნეტო "როიტერს" , პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მრჩეველმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა სამშაბათს.

აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედება ყარაბაღში სწორედ სამშაბათს დაიწყო. ტერიტორია, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, ასევე სახლად მიაჩნია ეთნიკური სომხების დიდ ნაწილს, 120 000 სომეხს. ისინი ამბობენ, რომ ეს მათი საგვარეულო სამშობლოა და ყარაბაღის ნაწილსაც თავად აკონტროლებენ.

სომხეთმა, სამშაბათს უარყო ყარაბაღში თავისი ძალების ყოფნა. ჰაჯიევმა თქვა, რომ ბაქო მზად იქნება ყარაბაღელ სომხებთან სასაუბროდ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი თეთრ დროშას აღმართავენ და განიარაღდებიან. მისი თქმით, აზერბაიჯანს მეზობელ სომხეთში სამხედრო მიზნები არ აქვს.

„აზერბაიჯანის განზრახვა არის მტრობისა და დაპირისპირების დასრულება“, - განაცხადა მან. „საკმარისია. ჩვენ ვეღარ მოვითმენთ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი შეიარაღებული ძალების არსებობას და ასევე სტრუქტურის არსებობას, რომელიც ყოველდღიურად აყენებს გამოწვევას აზერბაიჯანის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს“.

მისი თქმით, ბაქოს სჯერა, რომ მიაღწევს სტრატეგიულ მიზანს - უზრუნველყოს სრული სუვერენიტეტი ქვეყნის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG