ამერიკელი კანონმდებლები ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ღია წერილს უგზავნიან და მოუწოდებენ დაწესდეს სანქციები ბელარუსის ხელისუფლების მიმართ. წერილი სახელმწიფო დეპარტამენტში ცოტა ხნის წინ შევიდა და მისი ინიციატორები, მარსი კაპტური, გრეგორი მიკსი, ადამ კინზინგერი და ბრაიან ფიცპატრიკი არიან, მათთან ერთად 2 გვერდიან წერლის ხელს აწერს 20-მდე ამერიკელი კანონმდებელი.
წერილი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს მიიღო, სრულად ბელარუსს ეხება. საუბარია გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მიმდინარე დემონსტრაციაზე და რეპრესიებზე, რომელსაც ლუკაშენკოს ხელისუფლება აქციის მონაწილეების და პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ იყენებს.
ასევე ნახეთ: ბიგანი ბელარუს ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში მხარდაჭერას პირდებაამერიკელი კანონმდებლები მოუწოდებენ ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, დაგმოს ბელარუსის ხელისუფლების ქმედებები.
" ჩვენ პატივისცემით გთხოვთ, რომ გაზარდოთ მცდელობები ბელარუსი ხალხის დასახმარებლად,პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად, ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ უნდა დაუჭიროთ მხარი ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელი და დაბალანსებული მედიის არსებობას. იმ ადამიანების წინააღმდეგ კი, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს გამოვიყენოთ სანქციები და ამ მხრივ ვაწარმოოთ აქტიური მოლაპარაკებები ევროპელ კოლეგებთან. მოგიწოდებთ გააძლიეროთ დიპლომატიური ძალისხმევა, მათ შორის ევროკავშირთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან რათა დროულად მოხდეს ბელარუსში ძალადობის შეწყვეტა და ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა,"- წერია წეილში რომელიც ამერიკის კონგრესიდან დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში შევიდა.
ორ გვერდიან წერილში ამერიკელი კანონმდებლები შეშფოთებას გამოთქვამენ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებებისა და ქმედებების თაობაზე და სოლიდარობას უცხადებენ ბელარუს ხალხს.
"ჩვენ სრულად ვიზიარებთ ბელარუსი ხალხის მოთხოვნებს და სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, იმ ათასობით ქალს და კაცს, რომლებიც ითხოვენ სამართლიან არჩევნებს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბელარუსი ხელისუფლების მიერ ძალადობის გამოყენებას და ზეწოლას აქციის მონაწილეების მიმართ და ვითხოვთ, დაუყონებლივ განთავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. ბელარუსში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი არალეგიტიმურია და აუცილებელია გაიმართოს დამოუკიდებელი არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების თანხლებით. იმის ნაცვლად, რომ ლუკაშენკოს ბელარუსი ხალხისთვის მოესმინა, მან რუსეთის პრეზიდენტს მიმართა დახმარების თხოვნით, ის სწორედ რუსეთის დახმარებით ცდილობს დარჩეს ხელისუფლებაში,"-წერია განცხადებაში.
ასევე ნახეთ: ბალტიისპირეთის სანქციები ლუკაშენკოსამერიკელი კანონმდებლები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ, ბელარუსში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე, საუბარია დაკავებებზე და აკრედიტაციის ჩამორთმევაზე.
"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს რადიო თავისუფლების ჟურნალისტების საქმიანობას. ისინი კრიტიკულად აშუქებენ მიმდინარე პროცესებს, ჩვენი ვალია დროული რეაქცია გვქონდეს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებზე. აუცილებელია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ რომ დამოუკიდებელი მედიის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს,"- წერენ ამერიკელი კანონმდებლები.
ასევე ნახეთ: ციხანუსკაია "ამერიკის ხმასთან" - ბელარუსი ხალხი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება20-ზე მეტი კანონმდებლის მიერ ხელმოწერილ წერილში მკაფიოდ წერია, რომ თუ ლუკაშენკო და მისი ხელისუფლება არ შეწყვეტს ადამიანის უფლებების დარღვევას, უნდა ამოქმედდეს და გაფართოვდეს სანქციები. "ჩვენ მკაცრად მოვითხოვთ მოვამზადოთ სანქციების პაკეტი,"- ამბობენ ამერიკელი კანონმდებლები.
ამერიკელი კანონდმებლების წერილის მიღებამდე, ბელარუსში არსებულ საკითხებზე ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აუცილებელია შეწყდეს ბელარუსის მთავრობის მიერ ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო აქციების ჩახშობა. აქვე მაიკ პომპეომ თქვა, რომ სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან.
„ბელარუსის ხალხი იმსახურებს უფლებას, თვითონ აირჩიოს საკუთარი ხელმძღვანელი,"- თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.