ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ციხანუსკაია: "განაგრძეთ და გააფართოეთ გაფიცვები"


„ბელარუსი არასდროს მიიღებს ალექსანდრე ლუკაშენკოს ლიდერობას“ - აცხადებს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია. ამავე მიმართვაში, ციხანუუსკაია საწარმოებში დასაქმებულებს, გაფიცვის გაგრძელებისა და გაფართოებისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ გაფიცვა სრულიად ლეგალური გზაა იმისთვის, რომ ავტორიტარი ლიდერსგან ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვო.

„თუ ჩვენ ერთად დავდგებით, ამ რეჟიმს შანსი აღარ ექნება. განაგრძეთ და გააფართოეთ გაფიცვები, არ შეშინდეთ, გაერთიანდეთ. გათავისუფლდით დიქტატურის შიშისგან, გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. მთელი ბელარუსი თქვენთანაა“, - აცხადებს ციხანუსკაია. ინფორმაციას ამის შესახებ „Radio Free Europe” ავრცელებს.

ვილნიუსში, ციხანუსკაიამ ჟურნალიტებისთვის პრესკონფერეციაც გამართა. „ნათელი უნდა იყოს პრეზიდენტისთვის, რომ ცვლილებები აუცილებელია. იმედი მაქვს, რომ ხალხის ხმას მოისმენენ და ახალი არჩევნები იქნება“ - აცხადებს ოპოზიციის ლიდერი.

ვილნიუსში ციხანუსკაია ამ დრომდე, იძულებით იმყოფება. რეპორტიორებთან აცხდებს, რომ ბელარუსში მაშინ დაბრუნდება, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

ბელარუსში, უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოების მუშაობა უკვე 13 დღეა შეჩერებულია. იქ დასაქმებულები ათობით-ათას დემონსტრანტს შეუერთდნენ, რომლებიც ლუკაშენკოსგან ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG