იაპონია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლებს

ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი - ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, კვირას, იაპონიას ეწვევა, რათა თავის იაპონიელ კოლეგას და ასევე, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფუმიო კიშიდას შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ, მედია საშუალება TBS იტყობინება.

შეხვედრის დროს, იაპონიის მხარე გეგმავს, რომ სთხოვოს ირანს, შეუწყვიტოს რუსეთს იარაღის მიწოდება და ამ გზით რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის დახმარება.

ირანი რუსეთს დრონებს აწვდის, რომლითაც რუსეთი უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ესხმის თავს. ზამთრის პერიოდში, სწორედ ირანული დრონებით უტევდა რუსეთი თავს უკრაინის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას და უკრაინის მოსახლეობას გათბობის, განათებისა და წყლის გარეშე ტოვებდა.

ასევე ნახეთ: რუსეთი კიევზე დრონებით თავდასხმას აგრძელებს