რუსეთმა კიევზე, ასევე ცენტრალურ და ჩრდილოეთ უკრაინის ნაწილებში, კვლავ დრონებით თავდასხმა განახორციელა. ზარალის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ასევე არ გავრცელებულა ცნობები, სამხრეთ უკრაინაზე თავდასხმის შესახებ. 17 ივლისიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა, მისი ძალები, სამხრეთ უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებს ყოველდღე ახორციელებდა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერჰიი პოპკო აცხადებს, რომ მხოლოდ მიმდინარე თვეში, კიევზე თავდასხმისას, რუსეთმა ირანული წარმოების დრონების მეექვსედ გამოიყენა, თუმცა ყველა მათგანი ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი, იური იჰნათი აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვა, ქვეყნის ჩრდილოეთში, სამ რეგიონში იყო ჩართული. „დაახლოებით 10 დრონი აღვრიცხეთ, ინფორმაცია ზუსტდება“ - თქვა მან უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბრისას და აღნიშნა, რომ ხუთი დრონი განადგურდა.
გარდა ამისა, დონეცკის ოლქი გუბერნატორმა დღე განაცხადა, რომ ორშაბათს საღამოს, რუსული ძალების მიერ ქალაქ კოსტიანტინივკას დაბომბვას, ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის, 10 წლის ბიჭი. შვიდი მოქალაქე კი დაიჭრა.