იტალიამ ჯაშუშობის ბრალდებით, ორი რუსი დიპლომატი გააძევა და იტალიელი ფლოტის კაპიტანი დააკავა. დიპლომატები ოთხშაბათს გააძევეს.
იტალიის პოლიციის განცხადებით, კაპიტანი და რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირი რომში, საპარკინგო სივრცეში დააკავეს და მათ ბრალად ედებათ „სერიოზული დანაშაულები, რომელიც ჯაშუშობას და სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება“
ასევე ნახეთ: იტალიაში სააღდგომოდ ისევ მკაცრი ლოკდაუნი გამოცხადდებასააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, იტალიის პოლიციის წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ კაპიტნის სახელი ვოლტერ ბიოტია და მას ბრალად 5900 დოლარში ინფორმაციის გაცვლა ედება.
იტალიის ახალი ამბების სააგენტოების მიხედვით, დოკუმენტების ნაწილი, რაც ამოღებული იქნა, ნატოს დოკუმენტებია. იტალიის პოლიცია აცხადებს, რომ დაკავება დიდხნიანი გამოძიების კულმინაციაა, ეროვნული უსაფრთხოების და სამხედრო ოფიციალური პირების ჩართულობით.
დაკავების შემდეგ, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა და სავარაუდოდ ის ორი პირი, რომელიც ამ ინციდენტში მონაწილეობდა, ქვეყნიდან გააძევა.
ასევე ნახეთ: უკრაინის თქმით, რუსეთი მის საზღვარზე სამხედრო მობილიზაციას ახდენსიტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ მომხდარს „ძალზედ მძიმე“ უწოდა.
54 წლის ბიოტი, ცნობების მიხედვით თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, იმ დეპარტამენტში, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის და იტალიის მოკავშირეებთან ურთიერთობების საკითხები ევალებოდა. „როიტერის“ მიხედვით, გაძევებული რუსი პირები, საელჩოს სამხედრო ატაშის ოფისში მუშაობდნენ.
ასევე ნახეთ: გერმანია რუსული დეზინფორმაციის მთავარ სამიზნეა - ევროკავშირირუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რუსი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ისინი ამ ნაბიჯს შესაბამისად უპასუხებენ. თუმცა, კრემლმა მომხდარის მნიშვნელობა დააკნინა.
„ამ მომენტში არ გვაქვს ინფორმაცია დაკავების მიზეზებსა და გარემოებებზე“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. „თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ ძალზედ პოზიტიური და კონსტრუციული ბუნება რუსულ-იტალიური ურთიერთობებისა, შენარჩუნდება“, - თქვა მან.
იტალიაში განვითარებულ მოვლენებამდე, უკანასკნელ თვეებში, ჯაშუშობის ბრალდებით რუსი ოფიციალური პირები, ბულგარეთმა და ნიდერლანდებმა გააძევეს.