ასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე ისრაელის საჰაერო თავდასხმებისა და სახმელეთო შეჭრისგან თავის დასაცავად თავშესაფარს ეძებს. ისრაელმა მოსახლეობას ოთხსაათიანი პერიოდი მისცა იმისთვის, რომ დატოვონ ტერიტორია, სადაც „ჰამასსა“ და ისრაელის ძალებს შორის დაპირისპირებაა.
პალესტინელთა ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათს დილით, ავიაიერიშის შედეგად ლტოლვილთა ბანაკ ნუსეირატში 18 ადამიანი დაიღუპა. ხან იუნისში კი, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდა გოგონა.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მისი თავდასხმა მიზნად ისახავდა ანკლავის ქვეშ „ჰამასის“ გვირაბების ქსელის განადგურებას. მისი თქმით, საჰაერო თავდასხმებში „ჰამასის“ იარაღის მწარმოებელი და რამდენიმე მებრძოლი მოკლეს.
ასევე ნახეთ: ომი ღაზაში - ნეთანიაჰუ ამბობს, რომ „მცირე პაუზებისთვის“ მზად არისქალაქი ღაზა, დაჯგუფება „ჰამასისთვის“ მნიშვნელოვანი ცენტრალური ადგილია, ახლა ის ისრაელის ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული. სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჯარები დაწინაურდნენ ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ცენტრში, ხოლო „ჰამასი“ ამბობს, რომ მისმა მებრძოლებმა ისრაელის ჯარს დიდი ზიანი მიაყენეს.
ღაზაში "ჰამასის" მიერ კონტროლირებადმა, ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ დროისთვის, ომის შედეგად დაიღუპა 10,569 ადამიანი, მათგან 40% ბავშვია.
პალესტინური მედია იტყობინება, რომ შეტაკებები მიმდინარეობს „ჰამასის“ მებრძოლებსა და ისრაელის ძალებს შორის ღაზის ქალაქ ალ-შატის ლტოლვილთა ბანაკთან. "ჰამასის" შეიარაღებულმა ფრთამ, "იზ ად-დინ ალ-კასამ" განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა ღაზაში ისრაელის ტანკები გაანადგურეს. Reuters-ის ჟურნალისტები ვერცერთი მხარის ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებენ.
ისრაელი არ საუბრობს იაჰია სინვარის, ღაზაში „ჰამასის“ მაღალი რანგის ლიდერის და 7 ოქტომბრის თავდასხმების მთავარი დამგეგმავის შესაძლო ბედზე. ისრაელმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის თავის ბუნკერში იმალება. ისრაელის სამხედრო სპიკერმა კონტრადმირალ დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ "ჰამასის" გვირაბების ქსელის გასანადგურებლად საბრძოლო ინჟინრები ასაფეთქებელ მოწყობილობებს იყენებენ. გვირაბები ისრაელის მტკიცებით, ღაზის ქვემოთ ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული.
ასევე ნახეთ: ისრაელი ლიბანში "ჰეზბოლას" სამიზნეებს ანადგურებსგაეროს ოფიციალურმა პირებმა და G7-ის ქვეყნებმა გააძლიერეს მოწოდებები საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე, ჰუმანიტარული პაუზის ასაღებად, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით.
ისრაელმა „ჰამასს“ 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში საზღვრისპირა ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ ომი გამოუცხადა, რომლის დროსაც შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს 1400 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები და აიყვანეს დაახლოებით 240 მძევალი.