ისრაელმა ალყაშემორტყმულ ქალაქ ღაზაში დარჩენილ მოქალაქეებს ტერიტორიის დასატოვებლად 4 საათი მისცა. ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათი მძიმე ტექნიკა და ჯარი ქალაქზე იერიშის მისატანად მზადაა.
ქალაქ ღაზაში მთლიანად ანკლავში მცხოვრები 2.3 მილიონი ადამიანიდან დაახლოენით მესამედი ცხოვრობს. ისრაელი ამბობს, რომ "ჰამასის" მებრძოლების გასანადგურებლად ქალაქში შესვლას აპირებს. "ჰამასი" ამერიკამ 20 წელზე მეტი ხნის წინ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. "ჰამასის" რადიკალი ისლამისტი მებრძოლები 7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრნენ, მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს და 200- მდე ადამიანი კი ტყვედ წაიყვანეს. ისრაელმა "ჰამასის" წინააღმდეგ ომი, საჰაერო იერიშები და სახმელეთო ოპერაციები დაიწყო.
პარალელურად მიდის დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ანკლავის მომავალი მას შემდეგ, რაც ისრაელი ოპერაციას დასრულებულად გამოაცხადებს. პრემიერმა ნეთანიაჰუმ ამ თემაზე გაკეთებულ ერთ-ერთ იშვიათ კომენტარში თქვა, რომ ისრაელი ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოების კონტროლს თავის თავზე განუსაზღვრელლი ვადით აიღებს. ეს მას შემდეგ, რაც დაამარცხებს "ჰამასის" მებრძოლებს, რომლებიც სექტორს ბოლო 16 წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ.
ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბერს "ჰამასის" მებრძოლებმა ისრაელში დაახლოებით 1 400 ადამიანი დახოცეს, მეტწილად სამოქალაქო პირები. ღაზის ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების მტკიცებით, ამის შემდეგ ისრაელის საჰაერო იერიშებს 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან - 40% ბავშვი.
ისრაელმა სამშაბათს ღაზის მცხოვრებლებს დრო დილის ათი საათიდან შუადღის 2 საათამდე მისცა, რათა ქალაქი დატოვონ და სამხრეთით წავიდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისრაელის ტანკები ძირითადად ღამით გადააადგილდებიან და მათ ძალებს "საჰაერო და საარტილერიო იერიშებით "უწმენდს გზას". “ჰამასის” კონტროლირებადი, ღაზის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სექტორის ჩრდილოეთით, მათ შორის ქალაქ ღაზაში 900 000 პალესტინელი კვლავ რჩება.