22 წლის მასჰა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანში დაწყებული პროტესტი გრძელდება. აქციებმა უკვე 80 ქალაქზე მეტი მოიცვა, მათ შორის ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიც, სადაც ამინი ცხოვრობდა.
ოსლოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის "ირანის ადამიანის უფლებათა ჯგუფის" ინფორმაციით, ირანის ისლამური პოლიციის ქმედებებს დემონსტრაციების 76 მონაწილის სიცოცხლე შეეწირა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს, რომელსაც თეირანი ავრცელებს. დაკავებულთა რაოდენობა კი 1 200-ს აჭარბებს.
ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ დასავლეთის მკაცრი განცხადებებისა და ამოქმედებული სანქციების ფონზე, ირანის მთავრობა ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალას გადაჭარბებით არ იყენებენ.
თეირანი ფიქრობს, რომ აქციები დასავლეთიდან იმართება და ამის გამო აქციის დაკავებული მონაწილეების საქმეებს სპეციალური სასამართლო შეისწავლის, რომლის შექმნაც უკვე დაანონსებულია. ირანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები „საზღვარგარეთიდან არიან დაქირავებულები“.
Your browser doesn’t support HTML5
უკვე 11 ღამეა ირანში საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის თეირანში, ნაკმაკში, სანანდაჯში და სხვა ადგილებში. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „სიკვდილი დიქტატორს!“ და მიუთითებენ, რომ ეს აიათოლა ალი ხამეინია.
აქციები იმართება ქურთისტანში, სადაც პირდაპირ ამბობენ „სიკვდილი ხამეინს“ . სანანდაჯიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში კი ჩანს, რომ აქციის ქალი მონაწილეები იხსნიან ჰიჯაბებს, წვავენ მათ და იჭრიან თმებს. საპროტესტო აქციები მსოფლიოს რამდენიმე სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა.
მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების ბრალდებით დააკავა. ამინი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნის დროს გარდაიცვალა. პოლიცია აცხადებს, რომ ეს გულის შეტევის შედეგად მოხდა, ოჯახის წევრების ინფორმაციით კი, მას სახესა და სხეულზე სასტიკი ცემის კვალი აღენიშნებოდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები ჯერ
ასევე ნახეთ: ირანში დემონსტრაციები გრძელდება, ვაშინგტონი კი თეირანს ახალ სანქციებს უწესებსკიდევ პროტესტის დაწყებიდან მესამე დღეს აამოქმედა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა 26 სექტემბერს თქვა, რომ ევროკავშირი მსჯელობს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე.
„ახლა ჩვენ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოგვიწევს სწრაფად განვიხილოთ ვითარება და შევაჯეროთ სამომავლო ნაბიჯები, რაც ჩემთვის მოიცავს სანქციებს პასუხისმგებელი პირების მიმართ“, - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. რომელიც განმარტავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა და დარბევა დასავლეთმა უპასუხოდ არ უნდა დატოვოს.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენებლი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ „არაძალადობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება მიუღებელია“.
სანქციების დაწესებას გეგმავს კანადაც. განცხადება, 26 სექტემბერს ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
ირანში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ დასავლეთი მათ შიდა საქმეებში ერევა.
„ეს არის ჩარევა ირანის საშინაო საქმეებში და მეამბოხეების მხარდაჭერა“, - თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა.