ირანი აცხადებს, რომ ისრაელმა სირიაში მისი საელჩო დაბომბა

თეირანის განცხადებით, ისრაელმა სირიაში ირანის საელჩო დაბობმა. ირანის განცხადებით, თავდასხმის შედეგად, შენობის ნაწილი დაანგრია და დაიღუპა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უმაღლესი მეთაური და რამდენიმე დიპლომატი.

საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” რეპორტიორებმა, დამასკოს მეზეს რაიონში, სასწრაფო დახმარების მანქანები შენიშნეს, რომლებიც დანგრეული შენობის გარშემო მოძრაობდნენ. შენობა საელჩოს შენობის მიმდებარედ მდებარეობს. ნამსხვრევების წინ, ბოძზე ირანის დროშა ეკიდა. შემთხვევის ადგილზე სირიის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები შენიშნეს.

ისრაელი ირანის სამხედრო ობიექტებს მიზანში ხშირად იღებს და იერიშები მიაქვს სირიაში მის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებზე. ირანი, ისრაელის წინააღმდეგ, მხარს უჭერს “ჰამასს”. თეორანის განცხადებების დადასტურების შემთხვევაში, ორშაბათის განხორციელებული თავდასხმა იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა თავად საელჩოს შენობას დაარტყა.

ისრაელი, როგორც წესი, სირიაზე მისი ძალების თავდასხმების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. დარტყმის შესახებ კითხვაზე, ისრაელის სამხედრო სპიკერმა თქვა: „ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს უცხოური მედიის ცნობებზე“.

ირანის ელჩმა სირიაში, ჰოსეინ აქბარიმ, რომელიც არ დაშავებულა, თქვა, რომ თავდასხმას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა და რომ თეირანის პასუხი "მკაცრი" იქნება.

ასევე ნახეთ: ისრაელმა სირიაში ირანის მხარდაჭერილ ჯგუფებზე იერიში მიიტანა

ირანის სახელმწიფო მედია ამბობს, რომ ერთ-ერთი დაღუპული იყო მოჰამად რეზა ზაჰედი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) უფროსი მეთაური და რომ თეირანი თვლის, რომ სწორედ ის იყო თავდასხმის სამიზნე.

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

თეთრ სახლს, ამ დრომდე, არ უპასუხია “როიტერის” მიერ კომენტარის მოთხოვნაზე.

7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, რის საპასუხოდახ, ისრაელმა "ჰამასს" ომი გამოუცხადა, ისრაელმა სირიაში საჰაერო თავდასხმები გააძლიერა, როგორც ირანის გვარდიის, ასევე თეირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანის შეიარაღებული ჯგუფის "ჰეზბოლას" წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას.

ასევე ნახეთ: ლიბანში „ჰეზბოლას“ 3 მებრძოლის მოკვლის შემდეგ, "ჰეზბოლამ" ისრაელზე იერიში განაახლა

პარასკევს ისრაელმა ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე სასიკვდილო დარტყმა განახორციელა ჩრდილოეთ სირიის ალეპოს პროვინციაზე და მოკლა "ჰეზბოლას" უფროსი მებრძოლი ლიბანში. ის ასევე რეგულარულად ურტყამდა ალეპოსა და დამასკოს აეროპორტებს. ოსრაელის განცხადებით, ამის მიზანი ირანის მიერ, მისი მარიონეტებისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებაა.

ისრაელის სამხედროებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათ აღკვეთეს ირანიდან დასავლეთ სანაპიროში, კონტრაბანდული იარაღის, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება.