ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს რომ ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით მიღებული იქნება ახალი გამკაცრებული სანქციები, რომელიც სავარაუდოდ მინისტერიალის შემდეგ შეხვედრაზე დამტკიცდება, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი.
მინისტრებმა ხაზგასმით დააფიქსირეს, რომ ამ ეტაპზე, გაეროს ატომური სააგენტოს დასკვნის მიუხედავად, რაიმე სახის სამხედრო ჩარევა გამორიცხულია. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ირანმა ჩაატარა ბირთვული აფეთქების კომპიუტერული სიმულაცია, შეიმუშავა ბირთვული დეტონატორები და დაასრულა ათზე მეტი ბირთვული ქობინის შემუშავება. ირანი უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანის უილიამ ჰეიგის განცხადებით, მინისტრები ამ ეტაპზე შეთანხმდნენ, რომ სამხედრო ჩარევას არ მოხდება, თუმცა მოვლენები შესაძლოა ნებისმიერი სცენარით განვითარდეს.