დღეს, ირანის უმაღლესმა ლიდერმა, გასულ კვირაში დაწყებული, ძალადობრივი ანტი-სამთავრობო პროტესტების წაქეზებაში, ისლამური რესპუბლიკის მტრები დაადანაშაულა.
აიათოლა ალი ჰამენეიმ, ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა: „ბოლო დღეებში, ირანის მტრებმა სხვადასხვა ხერხი გამოიყენეს, მათ შორის, ფული, იარაღი, პოლიტიკა და სადაზვერვო აპარატი, რათა ისლამური რესპუბლიკისთვის პრობლემები შეექმნათ.“ ჰამენეიმ თქვა, რომ ბოლო მოვლენების შესახებ, მთელ ერს სათანადო დროს მიმართავს.
ირანის ტელევიზიის ცნობით, ანტი-სამთავრობო გამოსვლების დროს, განვლილი ღამის განმავლობაში, ცხრა ადამიანი დაიღუპა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს „ტვიტერით“ შემდეგი გზავნილი გამოაქვეყნა: „ირანის სასტიკი და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ, ირანელმა ხალხმა ბოლოს და ბოლოს მოქმედება დაიწყო.“