ნიუ იორკში შეხვედრებს მართავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი და მისი მოადგილეები გიორგი ტყემალაძე და ჯაბა სამუშია. ვიზიტი შეერთებულ შტატებში 1 თებერვალს დაიწყო. თბილისის საკრებულოს დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ნიუ-იორკის მერიის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელთან, საკრებულოს თავჯდომარე ბრადფორდ ბილეტთან, ამერიკელ სენატორებთან. ნიუ–იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ხელშეწყობით კი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები სათვისტომოსა და ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს შეხვდენენ. "ამერიკის ხმის " ნიუ იორკის კორესპონდენტი თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
ნიუ იორკისა და თბილისის ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოებს შორის შეიძლება მალე მეგობრობის ხელშეკრულება გაფორმდეს. მედიატორი მათ შორის ნიუ იორკში მოქმედი ქართული ორგანიზაცია "თვისტომია". ამ თემაზე საუბარი ნიუ იორკის გენერალურ საკონსულოში ქართველი ემიგრანტების და საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების შეხვედრაზე მიმდინარეობდა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
საკრებულოს თავმჯდომარე ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური მდგომარეობით, მათი ყოველდღიური ცხოვრებით დაინტერესდა.
საკრებულოს თავმჯდომარე ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური მდგომარეობით, მათი ყოველდღიური ცხოვრებით დაინტერესდა.
ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით,ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა იყო. მოხდა ინფორმაციის გაცვლა ორივე მხარე შორის. მისი თქმით, ინფორმაციულ ვაკუუმშიც კი არის ქართული ემირგაცია. მას გაუკვირდა, ემიგრანტთა რაოდენობა ნიუ იორკში სადაც ამჟამად საქართველოდან ემიგრირებული 70 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ნიუ იორკში მცხოვრები ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი თბილისელია. გენერალურ საკონსულოში გაამრთულ შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი ქართული ორგანიზაცია "თვისტომის" თავმდჯომარე ნიკა ჩხეიძეც ესწრებოდა, თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანია ნიუ იორკის ქალაქის ადგილობრივი რაიონების საბჭოების წარმომადგენლებთან დაახლოვება, ერთობლივი სოციალური და კულტრული ღონისძიებების დაგეგმვა, კავშირების გაღრმავება. ამ თემაზე "თვისტომის" ხელმძღვანელი ნიკა ჩხეიძე საუბრობს.
ნიკა ჩხეიძის თქმით, ორგანიზაცია საკუთარ თავზე ვალდებულებას იღებს გენერალური საკონსულოს დახმარებით და ჩართვით მოხდეს საზოგადოებრივ საწყისებზე, საზოგადოებრივ სექტორში ამ პროცესის გადატანა, ყველა საჭირო ინფრომაციის მოძიება და იმ რგოლების ჩართვა რაც საბოლოოდ ამ ორი ქალაქის ადგილობრივი ორგანოების დაძმობილების ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. რამდენიმე თვე დასჭირდება ინფორმაციის მომზადებას და ივნისისთვის უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარებული იქნება.
ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, გეგმაშია რომ ადგილობრივ საბჭოებთან ჩამოყალიბდეს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობები. რომელიც პირველ რიგში ემიგრანტებს წაადგება, რათა მათი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყნის აღმშენებლობის, ქალაქის განვითარების საქმეს მოხმარდეს.
ამ წინადადებაზე საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი და "თვისტომის" თავმჯდომარე ნიკა ჩხეიძე ბრუკლინის რაიონის ადგილობრივ საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრებენ. ამ უბანში ქართველი ემიგრაციის ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს. შემდეგ ქვინსის უბანი მოდის. თანამშრომლობის დაწყების დროს მნიშვნელობა პირველ რიგში სწორედ ამ ორ უბანს ენიჭება - იქ სადაც ქართული ემიგრაციის ძირითადი ბირთვია დასახლებული.