ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც არაერთ სკანდალში გაეხვა და საზოგადოებაში მისი რეიტინგები შემცირდა ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს.
პრემიერმა ჯონსონმა ამ კვირაში კანონმდებლებსაც მიმართა. ის შეეცადა გაემართლებინა თავი იმ სკანდალში, რომელმაც მისი მთავრობის გადადგომა გამოიწვია.
დასმულ კითხვაზე, გადადგება თუ არა, ჯონსონი ამბობს, რომ მხოლოდ მაშინ დატოვებს თანამდებობას, თუ მისი მთავრობა ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს. ჯონსონმა კანონდებლებს მხარდაჭერისკენ მიმართა და თქვა, რომ ახლა რთული დროა და მთავრობას მხარდაჭერა სჭირდება.
Your browser doesn’t support HTML5
„როდესაც რთული დროა, ეს არის ზუსტად ის მომენტი, როცა თქვენ ელით, რომ მთავრობა გააგრძელებს საქმიანობას, არ წავა.. განაგრძობს საქმეს და ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის,“- თქვა ჯონსონმა პარლამენტში და დაამატა, რომ ის ბრძოლას გააგრძელებს.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში პრემიერ-ჯონსონის გამოსვლას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. ჯონსონი პარლამენტში გამოსვლის დროს პოლიტიკური ჯგუფებისგან იზოლაციაში მოქცეული იყო, მათ შორის საკუთარი პოლიტიკური პარტიისგან.