ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამოუკიდებლობის დღეს, ბაიდენი ოპტიმიზმის ჩვენებას ეცადა


ორშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა დამოუკიდებლობის დღე, 4 ივლისი იზეიმეს და გააჟღერეს ოპტიმიზმის და ერთობის გზავნილი იმ დროს, როდესაც გამოკითხვები მიანიშნებს, რომ ამერიკელთა უმეტესობას სჯერა ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და პოლიტიკური პოლარიზაცია შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი საგანია.

თეთრ სახლში, სამხედროების ოჯახებთან ერთად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დროს, ბაიდენმა თქვა: „ამერიკა ყოველთვის სათანადოა, ყოველთვის მოძრაობს, ყოველთვის მუშაობს. ის პროგრესი, წინსვლა, შესაძლებლობების შექმნა და დაპირების შესრულებაა“.

ბაიდენმა თქვა, რომ წინ უკეთესი დღეებია, თუმცა აღიარა, რომ ამერიკელები ქვეყანაში მაღალი ინფლაციის გამო გაჭირვებას განიცდიან.

„ჩვენი ეკონომიკა იზრდება, მაგრამ არა უმტკივნეულოდ“, თქვა პრეზიდენტმა.

ამერიკელები ეკონომიკას მზარდი პესიმიზმით უყურებენ. AP-NORC-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 79 პროცენტმა ეკონომიკა დაახასიათა, როგორც ცუდ მდგომარეობაში მყოფი. მათ შორის, ამას ეთანხმება რესპუბლიკელთა 90 და დემოკრატია 67 პროცენტი.

მთლიანობაში, გამოკითხვამ აჩვენა, ზრდასრულ ამერიკელთა 85 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ამას რესპუბლიკელთა 92 და დემოკრატთა 78 პროცენტი იზიარებს, რაც ბაიდენის მიერ თეთრი სახლის დაკავების შემდეგ დემოკრატთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბაიდენს სურს ამერიკელებს ერთობისკენ მოუწოდოს. IPSOS-ის გამოკითხვის თანახმად, იმ 20 საკითხს შორის, რომელიც ამერიკელებს ყველაზე მეტად აშფოთებს, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი მესამე ადგილზეა.

XS
SM
MD
LG