შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა არიზონას შტატის კანონის მოქმედება იმიგრაციის შესახებ
იმიგრაციული პოლიტიკა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. არიზონას შტატის კანონმდებლობა არალეგალურ იმიგრანტებთან ბრძოლის გამკაცრებას ითვალისწინებდა. ამ კანონის მიხედვით, პოლიციას, ეჭვმიტანილი არალეგალების სანქციის გარეშე დაკავების უფლება ჰქონდა.
შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ არიზონას შტატის კანონი გააუქმა, თუმცა ძალაში დატოვა კანონის ის ნაწილი, რომელიც პოლიციას გონივრული ეჭვის საფუძველზე სხვა საქმეზე დაკავებული მოქალაქეების სტატუსის შემოწმების უფლებას აძლევს.
კრიტიკოსების მიიჩნევენ, რომ ეს გარემოება რასობრივი დისკრიმინაციის საშუალებას იძლევა. თუმცა იმიგრაციის აქტივისტები უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საკუთარ გამარჯვებად თვლიან.
როგორც აქტივისტი ელისეო მედინა აცხადებს:“დღეს უმაღლესმა სასამართლომ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიტანა, მაგრამ ლათინო-ამერიკელები ჩვენ სიტყვას 6 ნოემბერს ვიტყვით და დავამტკიცებთ, რომ ეს არ არის სწორი კანონი. ამას ჩვენი ხმებით დავამტკიცებთ.“
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს იმიგრაციული რეფორმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისმა მეტოქემ რესპუბლკელმა მიტ რომნიმ კი ბარაკ ობამა იმიგრაციული პოლიტიკის არქონაში დაადანაშაულა.
როგორც ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტილოგი ლარი საბატო ამბობს არიზონას კანონის მომხრენიც და მოწინააღმდეგენიც გამარჯვებას ზეიმობენ, მაგრამ ამ კანონის კრიტიკოსებს სიხარულის გამოხატვის უფრო მეტი საბაბი აქვთ.
მისი თქმით:“ ორივე მხარე რაღაცას ზეიმობს, მაგრამ თუ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას კარგად დავუკვირდებით, ნათელი გახდება, რომ სასამართლო ფედერალური მთავრობის პოზიციას უფრო მეტად იზიარებს.“
როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი პიტერ ბრაუნი აცხადებს:“ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ამ პრობლემას პოლიტიკური დებატების ცენტრალურ საკითხად გადააქცევს და გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა შტატები ამ კანონის მიხედვით იხელმძღვანელებენ იმიგრაციის პრობლემის გადაწყვეტის დროს.“
როგორც პოლიტოლოგი ლარი საბატო აცხადებს ამ კანონის მიღება პრეზიდენტ ობამას ნოემბრის არჩევნებში ლათინო-ამერიკელთა ხმებს მოუტანს.
პოლიტიკური მიმომხილველი ჩარლი კუკი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბარაკ ობამასთვის ძალზე მნიშვნელოვანია ლათინო-ამერიკელების მხარდაჭერა.
მისი თქმით:“ წინა არჩევნებში პრეზიდენტ ობამას ლათინო-ამერიკელების 67%-მა დაუჭირა მხარი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით წელსაც მას იგივე რაოდენობის ამომრჩეველი უჭერს მხარს, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ლათინო-ამერიკელი ელექტორატი შესაძლოა ნაკლები ენთუზიაზმით წავიდეს არჩევნებზე.“
ექსპერტების აზრით პრეზიდენტ ობამას გარანტირებული ექნება ლათინო-ამერიკელების მხარადაჭერა, მას შემდეგ რაც მან აკრძალა იმ ახალგაზრდების დეპორტაცია, რომლებიც შეერთებულ შტატებში მშობლებმა არალეგალური გზით შემოიყვანეს.