ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხელი ხაზი იმიგრანტებისთვის


ცხელი ხაზი იმიგრანტებისთვის
ცხელი ხაზი იმიგრანტებისთვის

შეერთებულ შტატებში იმიგრაციის კანონები ბოლო დროს განსაკუთრებით გამკაცრდა.

შეერთებულ შტატებში სპეციალური ცხელი ხაზი შეიქმნა, რომელსაც დაპატიმრებული იმიგრანტები იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ მათი უფლებები შეილახება.

იმიგრაციისა და საბაჟოს სამართალდამცავი სააგენტოს განცხადებით, ცხელი ხაზი იმ იმიგრანტებს მოემსახურება, ვინც ამერიკის მოქალაქეა ან კონკრეტული დანაშაულის შედეგად დაზარალდა.

ახალი მომსახურება მას მერე შეიქმნა, რაც შეერთებულ შტატებში იმიგრაციის კანონები განსაკუთრებით გამკაცრდა. ერთერთი მაპროვოცირებელი ფაქტი არიზონას შტატში მოხდა, როდესაც შერიფმა და პოლიციის თანამშრომლებმა რასობრივი დისკრიმინაციის ფორმით სამოქალაქო უფლებები დაარღვიეს და ლათინური ამერიკის ქვეყნების იმიგრანტები უკანონოდ დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG