ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არიზონას შტატის პოლიციელებს უფლებები ეზღუდებათ


არიზონის კანონის ოპონენტთა აზრით, კანონი ფედერალურ მთავრობასთან უნდა შეთანხმებულიყო.

ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ბოლტონმა დროებით შეაჩერა ზოგიერთი ზომები, რომლებსაც არიზონას შტატის პოლიციის თანამშრომლები საეჭვო გარეგნობის ადამიანების მიმართ იყენებდნენ. ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, ეს ფედერალური მთავრობის პასუხისმგებლობაა.

პოლიციის მიერ პრაქტიკაში აქამდე გამოყენებული ზომები რომ არ დაებლოკათ, სამართალდამცველებს უფლება ქონდათ, პირადი ეჭვის საფუძველზე ნებისმიერი ადამიანი გაეჩერებინათ და ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლება მოეთხოვათ.

არიზონას გუბერნატორი ჯენ ბრიუვერი მმართველობის ფორმას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ფედერალური მთავრობა უკანონო მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად არაფერს აკეთებს.

არიზონას იმიგრაციის კანონის მოწინააღმდეგეებმა, ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება სიხარულით მიიღეს.

კაპიტანი ჰერიბერტო ზუნიგა ნოგალესის პოლიციის თანამშრომელია. ის კანონის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს გამოყოფს. თუმცა აღნიშნავს, რომ თვისობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან სხვადასხვა ქალაქის პოლიციის განყოფილებებს აქტიური თანამშრომლობა აქვთ სასაზღვრო პოლიციასთან და ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც საზღვარს უკანონოდ კვეთს.

“საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შემთხვევაში, სასაზღვრო პოლიცია ჩვენ 3-8 წუთში გვიკავშირდება და ინფორმაციას გვაწვდის. აქედან გამომდინარე ეს საქმე გაადვილებული გვაქვს.”

სასაზღვრო პროვინციები უკანონო მიგრაციის ეპიცენტრია და ნოგალესის პოლიციის ოფიცერი, მარიო მორალესი ამბობს, რომ ეს ადგილები სავსეა ადამიანების ძალადობისა და ნარკოტრეფიკინგის ფაქტებით. ის ქალაქის ბოლოს გზისკენ მიანიშნებს:

“ამ გზას აქედან სამხრეთით მთებისკენ მივყავართ, ყველაფერი აქედან სამხრეთით უკვე მექსიკისკენ მიდის.”

მისი თქმით, ახლო-მახლო მდებარე გზები კონტრაბანდისტებითა და ტრეფიკინგში ეჭვმიტანილებით არის სავსე.

მაგრამ ფაქტისა და მოწმეების გარეშე უბრალოდ საეჭვო ადამიანის დაკავება შეუძლებელია.

“ ისინი ამბობენ, რომ უბრალოდ ამ გზით სარგებლობენ და მე ვერაფერს ვხდები. თუკი ისინი არიზონის კანონს რაღაც კუთხით არღვევენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიძლია დავაკავო.”

არიზონის კანონის ოპონენტების აზრით, კანონი ფედერალურ მთავრობასთან უნდა შეთანხმებულიყო. სხვები კი ამბობენ, რომ უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად უფრო მკაცრი ზომებია საჭირო.

“ისინი სამსახურს გვართმევენ”

“ისინი ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, საათში 2 დოლარს, ან უფრო ნაკლებს იღებენ და ამერიკელებს, სამსახურის ქონის უფლებას გვართმევენ.”

ექსპერტი იურიდიულ საკითხებში კალიფორნიის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლიდან, ერვინ ჩემირინსკი ამბობს, რომ არიზონას საქმე ჯერ არ დამთავრებულა.

“ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელობა არ აქვს, ვინც იქ დამარცხდება, ამერიკის შეერთებულ შტატებში უზენაესი სასამართლოს წინაშე წარსდგება.”

ნოგალესში მცხოვრები მექსიკელი ემიგრანტი არტურო კვაოტკომეკი ამბობს, რომ დროა არიზონამ საკამათო კანონი დაივიწყოს და გუნდური პრინციპით იმოქმედოს.

“ჩვენ ერთად შევძლებთ არიზონა საუკეთესო შტატად ვაქციოთ. დაპირისპირების გარეშე. ამიტომ ამ კუთხით უნდა დავფიქრდეთ.”

ვაშინგტონში, კონგრესის წევრმა დემოკრატებმა, წარმომადგენელთა პალატის წევრ ნადია ველასკესის ჩათვლით, ცალკეული შტატები გააკრიტიკეს რომ იმიგრაციის საკითხები ფედერალური მთავრობის მოსაგვარებელია.

თუმცა სხვები ჩივიან, რომ ვაშინგტონმა შტატები უყურადღებოდა დატოვა.

სასამართლო გადაწყვეტს არიზონას კანონის ბედს, პოლიციის მიმართ დაწესებული აკრძალვების ჩათვლით. საზღვრის პირას კი პოლიცია პირობას დებს, რომ არსებული კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ფედერალურ მთავრობას საქმის გაკეთებაში დაეხმაროს.

XS
SM
MD
LG