ქარიშხალი "ისაიასი" ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროდან ჩრდილოეთით მიემართება.
ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა სანაპირო ზოლიდან ხმელეთისკენ გადაინაცვლა მისი სიძლიერე შემცირდა. თუმცა ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროზე, ქარიშხალმა ათასობით სახლი და ბიზნესი ელექტრო-ენერგიის გარეშე დატოვა.
ასევე ნახეთ: ბირქსი ზოგიერთ შემთხვევაში პირბადის შინ ტარებას ურჩევსსინოპტიკოსები ამბობენ, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინაში, ისევე როგორც რეგიონის სხვა შტატებში 7-15 სანტიმეტრის ნალექია მოსალოდნელი.
„ისაიასის“ გზაზე, აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, არსებობს წყალდიდობის და დატბორვის საშიშროებაც. ტროპიკული ქარიშხლის საშიშროების გაფრთხილება გამოსცა ასევე ვირჯინიის შტატმა, მეინის შტატის საზღვრის გასწვრივ.
ასევე ნახეთ: ამერიკაში სკოლები იხსნება, მშობლები კი ვერ წყვეტენ ონლაინ სწავლება ჯობია თუ ბავშვის სკოლაში გაშვებაპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა ფედერალურმა მთავრობამ შეძლოს რესურსების და ფინანსების მობილიზება დაზარალებული ქალაქების დასახმარებლად. პრეზიდენტმა მსგავსი გადაწვეტილება მიიღო ასევე ფლორიდის შტატის შემთხვევაშიც, რომელიც ქარიშხალმა შედარებით ნაკლებად აზარალა.