დღეს დილიდან უკრაინაში და რუსეთში ნავთობის საცავები იწვოდა. როგორც ჩანს, მხარეებმა დრონებით ინტენსიური იერიშები ერთმანეთის საწვავის საწყობებზე მიიტანეს.
3 მაისს ინციდეენტი მოხდა მოსკოვის მიერ აშენებული ყირიმის ხიდის მახლობლად, რუსეთის მხარეს. ხიდი რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან სახმელეთო კავშირის დასამყარებლად ააგო. ადგილობრივი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ხანძარი უკრაინულმა დრონმა გამოიწვია, რომელიც საწვავის ტერმინალს დაეცა და აფეთქდა.
ასევე ნახეთ: კიევი ამბობს, რომ რუსულ ჯარზე შეტევისთვის თითქმის ყველაფერი მზადაახანძარი იყო უკრაინის ცენტრალური ნაწილისკენ, ქალაქ კროპივნიცკში მდებარე საწვავის საცავშიც. სავარაუდოდ იქ რუსეთის დრონი აფეთქდა. რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატით იერიში სამხრეთის მიმართულებითაც მიიტანა, დნიპროპეტროვსკის რეგიონში, სადაც დრონი ადმინისტრაციულ შენობაში აფეთქდა.
უკრაინა აცხადებს, რომ მათ 26 ირანული წარმოების დრონიდან 21 ჩამოაგდეს. თუმცა, რუსეთში მომხდარ აფეთქებებზე კიევი კომენტარს თითქმის არასდროს აკეთებს და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. უკრაინა ამბობს, რომ საგაზაფხულო სახმელეთო კონტრიერიში შესაძლოა ნებისმიერ წუთს დაიწყოს და რუსეთის ძალების ინფრასტრუქტურის დანგრევა თუ მათი მომარაგების ჯაჭვების გაწყვეტა მათ იერიშს ხელს შეუწყობს.
ასევე ნახეთ: რუსეთი ამბობს, რომ არ გეგმავს ბირთვულ ესკალაციას, მაგრამ სხვებმა მისი მოთმინება არ უნდა გამოსცადონ