"სპეის ექსის" 2-თვიანი კოსმოსური მისია წარმატებით დასრულდა და 2 ამერიკელი ასტრონავტი, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი, მექსიკის ყურეში მშვიდობიანად დაეშვნენ.
ორი ასტრონავტისგან შემდგარი მისია ფლორიდაში დაიწყო. მათ დედამიწა მაისში დატოვეს. ნასას ორი ავსტრონავტი ისტორიული მისიის მონაწილე იყო არამარტო იმიტომ, რომ პირველი კოსმოსური მოგზაურობის წევრები იყვნენ 2011 წლის შემდეგ, არამედ იმიტომაც, რომ მათ პირველი კომერციული კოსმოსური ხომალდი გაიყვანეს კოსმოსში.
ასევე ნახეთ: ახალი გვერდი ისტორიაში - ამერიკული მიწიდან, ამერიკული რაკეტით 2 ამერიკელი კოსმოსში მიდისხომალდის ისტორიულ გაშვებას მაშინ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადგილიდან ადევნებდა თვალყურს. მილიონობით მაყურებელი კი როგორც ამერიკაში, ისე მის საზღვრებს გარეთ, "დრაკონის" აფრენას პირდაპირ ეთერში აკვირდებოდა.
"სპეის ექსის" გემზე ავსტორნავტებს 40-ზე მეტი ექიმი და მედდა დახვდა. ისინი მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ კეთილდღეობაზე იზრუნებენ.
ასევე ნახეთ: "სპეის-იქსის" ფრენით კოსმოსში გამგზავრების ახალი ერა იწყებაბოლოს ნასას ასტრონავტები წყალში 1975 წლის 24 ივლისს დაეშვნენ. მაშინ მისიიდან დაბრუნებული ასტრონავტები წყნარ ოკეანეში დაეშვნენ.
ელონ მასკის კომპანია მომავალ კოსმოსურ რეისს სექტემბერში გეგმავს. ამჯერად "სპეის ექსის" კოსმოსურ სადგურში 4 კოსმონავტი 6 თვით გაემგზავრება.
ასევე ნახეთ: კოსმოსში ისტორიული გაფრენა უამინდობის გამო გადაიდო