კონგრესში ბაიდენის საბიუჯეტო კანონპროექტზე დებატების და კენჭისყრისთვის ემზადებიან

შეერთებული შტატების კონგრესში, წარმომადგენელთა პალატა კენჭისყრისა და დებატებისთვის ემზადება. საუბარია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებულ შიდა პოლიტიკის პაკეტის 1,85 ტრილიონი დოლარის ღირებულების ბიუჯეტზე, ასევე 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ კანონპროექტზე. დემოკრატები ახლა ძალიან ეცდებიან, რომ წარმომადგენელთა პალატაში ეს ორი პროექტი დაამტკიცონ და აჩვენონ პარტიას, რომ საკუთარი პრიორიტეტების დაცვა შეუძლიათ.

ისედაც საკმაოდ მოცულობით დოკუმენტში, დემოკრატებმა დამატებითი ცვლილელები შეიტანეს და ახლა სახეზეა 2 135-გვერდიანი დოკუმენტი. მასში სხვადასხვა ჩამატებულ საკითხებს შორისაა: ანაზღაურებადი საოჯახო შვებულება, სამუშაო ნებართვა იმიგრანტებისთვის და ფედერალურ და საშტატო დონეზე გადასახადებში ცვლილება.

დემოკრატებს სურთ, რომ ეს პაკეტები რაც შეიძლება მალე დაამტკიცონ და ისინი შეეცდებიან, რომ ხმის მიცემა დღესვე დასრულდეს. "დამიდეთ ის [კანონპროექტი] მაგიდაზე",- თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა ოთხშაბათს. იმისთვის, რომ კანონპროექტი კენჭისყრის შემდეგ კანონად იქცეს და ძალაში შევიდეს, ამისთვის საბოლოოდ, პრეზიდენტის ხელმოწერა იქნება საჭირო.

ასევე ნახეთ: ბაიდენი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პირობას დებს

გუშინ, გვიან ღამით, უმრავლესობის ლიდერმა, სტენი ჰოიერმა თქვა, რომ წარმომადგელენთა პალატა, დიდი ალბათობით კენჭს ამ კანონპროექტებს ხუთშაბათს უყრის, თუმცა არის შანსი, რომ პროცედურა პარასკევამდე გადაიდოს.

საბიუჯეტო განხილვა უკვე თვეებია მიმდინარეობს და დემოკრატებს სურთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს პროცესი. მათ სიჩქარეს იწვევს ისიც, რომ ვირჯინიის შტატში, გუბერნატორის არჩევნებში ისინი დამარცხნდნენ და გამარჯვება რესპუბლიკელმა კანდიდატმა მოიპოვა. ეს კი იმის მანიშნებელიც შეიძლება იყოს, რომ მომავალი წლის შუალედური არჩევენებისთვის დემოკრატების ძალაუფლებაში ყოფნა საფრთხის ქვეშაა. ამიტომ პარტია ცდილობს მნიშნელოვანი კანონპროექტები რაც შეიძლება სწრაფად განახორციელოს.

ასევე ნახეთ: ვირჯინიაში გუბერნატორის არჩევნებში რესპუბლიკელმა გლენ იანკინმა გაიმარჯვა