ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ძლიერი სიცხეები ვრცელდება. კანადაში ძლიერი სიცხეების გამო გარდაცვილია 300-მდე ადამიანი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა მომდევნო დღეებში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ანალოგიური ვითარებაა კანადაში, ბრიტანულ კოლუმბიაში, სადაც ბოლო დღეებია ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულზეა.
მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა შენარჩუნდება ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ რეგიონში. განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ ორეგონსა და ვაშინგტონის შტატშია.
ასევე ნახეთ: 233 გარდაცვლილი 4 დღეში - კანადაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაასინოპტიკოსები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ დაიცვან თავი და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 100-ზე მეტი იქნება.
მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ბოლო დღეების განმავლობაში ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, კოლუმბიის ოლქსა და მერილენდშიც ფიქსირდებოდა.
ბოლო დღეებში, სხვადასხვა შტატში ტემპერატურა 46-48 გრადუსს შეადგენდა, ტენიანობის მაჩვენებელი კი 60-დან 80 პროცენტამდე მერყეობდა, რაც რეკორდულად დიდი მაჩვენებელია.
ამერიკის დაავადებათა და კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მიმართავს და რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს.
„სიდისი“ ზრდასრულ ადამიანებს ურჩევს, ყურადღებით დაკვირდნენ სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის, სიცხისგან გამოფიტვას, რომლებიც მოიცავს ძლიერ ოფლიანობას. სიმპტომებს შორისაა ცივი, ფერმკრთალი და მყიფე კანი; სწრაფი, სუსტი პულსი; გულისრევის შეგრძნება ან ღებინება; კუნთების სპაზმი; დაღლილობა; თავბრუსხვევა, თავისტკივილი. ცენტრის რეკომენდაციებით, თუ ამ სიმპტომებს შენიშნავთ, უნდა დალიოთ წყალი, შეეცადოთ გრილ ადგილზე ყოფნას, შეეცადეთ მიიღოთ გრილი აბაზანა ან სხეულზე სველი ტილოები დაიფინოთ.