ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის საფრთხეს აღიარებს


აქამდე ჩრდილოეთ კორეა აცხადებდა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის პრობლემა არ იყო. თუმცა, ფხენიანმა დღეს აღიარა, რომ საფრთხე და რისკები რეალურია. კიმ ჩენ უნი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამბობს, რომ ადგილი აქვს "საშიში ინციდენტს", რომელიც საფრთხეს უქმნის კორონავირუსის პრევენციის მცდელობებს, მთელი "ერის და ხალხის უსაფრთხოებას".

ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო ავრცელებს, რომელსაც სახელმწიფო აკონტროლებს. სიტუაციის სხვა დეტალები ოფიციალურ ინფორმაციაში მოცემული არ არის.

გლობალური ჯანდაცვის ექსპერტები აქამდეც ეჭვის თვალით უყურებდნენ ოფიციალურ ცნობებს, თითქოს ჩრდილოეთ კორეაში კოვიდ-19-ის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდებოდა. ჯერჯერობით მაინც უცნობი რჩება ის, თუ რას მოასწავებს ფხენიანის დღევანდელი აღიარება - პანდემიის მიმართ ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკის შეცვლას თუ ეს სხვა შიდა პოლიტიკური ცვლილებების წინაპირობაა.

2020 წლის იანვრიდან ქვეყანაში სახელმწიფო საზღვრები ჩაკეტილია და შეზღუდულია შიდა მოგზაურობა. ამას გარდა, თითქმის ბოლომდე შეწყვეტილია ვაჭრობა ჩინეთთან, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო არტერიას წარმოადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG