რუსეთის მედიაში ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ანტი-პუტინისტური მესიჯები გამოჩნდა

რუსეთის რამდენიმე მედია გამოცემის საიტი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა. მათ საიტებზე იმ მასალის მაგივრად, რომელსაც თავად დებდნენ, ომის საწინააღმდეგო მესიჯები ჩანს, რომელიც მოუწოდებს რუს ხალხს შეაჩერონ პუტინი.

"ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენ მოგიწოდებთ შეაჩეროთ ეს სიგიჟე. არ გაუშვათ თქვენი შვილები გარდაუვალ სიკვდილზე", - წერია განცხადებაში, რომელიც ჰაკერებმა რუსული მედიის საიტებზე განათავსეს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასი", ასევე საიტები rbc.ru, kommersant.ru, fontanka.ru და iz.ru ყველა გათიშული იყო. რამდენიმე მათგანზე კი ამ განცხადების წაკითხვა შეეძლო მომხმარებელს.

ასევე ნახეთ: უკრაინის პრემიერი საქართველოს პრემიერს სთხოვს "გამბედაობა გამოიჩინოს" და ფრენის ნებართვა გასცეს

ამის პარალელურად, რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ორშაბათს, ბელორუსის საზღვარზე დაიწყო.

რუსეთი უკვე მეხუთე დღეა უკრაინაში ომს აწარმოებს. ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ მეზობელ ქვეყანაში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" მიმდინარეობს. დასავლეთი პუტინის ამ განცხადება პროპაგანდად აფასებს და ამბობს, რომ უკრაინის, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთს ომი აქვს გაჩაღებული.