საბერძნეთში დღეს, 25 ივნისს, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, უკვე მეორედ ერთი თვის განმავლობაში. ამომრჩევლები, სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატორებს მეორე ვადით მისცემენ პარლამენტის კონტროლის უფლებას.
კვირის არჩევნები 14 ივნისს მიგრანტების გემის ჩაძირვის ფონზე იმართება, რომლის დროსაც სავარაუდოდ ასობით ადამიანი დაიღუპა სამხრეთ საბერძნეთში. ეს მიგრანტთა გემის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კატასტროფაა წლების განმავლობაში. გემზე 750 ადამიანი იმყოფებოდა და ის ლიბიიდან იტალიისკენ მიემართებოდა. მომხდარი დაპირისპირებულ მხარეებს შორის დებატების მთავარ თემად იქცა.
ასევე ნახეთ: საბერძნეთში განმეორებით არჩევნებს სავარაუდოდ, კონსტერვატორები მოიგებენმიცოტაკისის პარტიამ „ახალმა დემოკრატიამ“ 21 მაისს არჩევნებში გაიმარჯვა და მემარცხენე ოპონენტს, „სირიზასგან“ 20 პროცენტული პუნქტით გაუსწრო. „სირიზას“ პარტია საბერძნეთს 2015-2019 წლებში მართავდა. თუმცა მიცოტაკისმა ვერ დააგროვა საჭირო მხარდაჭერა კოალიციის გარეშე მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ახალ დემოკრატიას“ 40%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს, ხოლო „სირიზა“, რომელსაც ალექსის ციპრასი ხელმძღვანელობს, მას დაახლოებით 20%-ით ჩამორჩება. მიცოტაკისმა, რომელსაც პრემიერის თანამდებობდა 2019 წლიდან უჭირავს, თანამდებობა მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის სასარგებლოდ დატოვა, მაისის კენჭისყრის შემდეგ, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვდა.