საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ისინი დეფიციტის შემცირების მიზანს სრული პროცენტით ვერ შეასრულებენ. ამ განცხადებაზე რეაგირება უკვე მოახდინეს საერთაშორისო ბაზრებმა, სადაც გავრცელებულია საყოველთაო შიში, რომ საბერძნეთის დეფოლტი გარდაუვალია. საბერძნეთი ცდილობს თავის კრედიტორებს დაუმტკიცოს, რომ დანახარჯების შემცირებით და შემოსავლების გაზრდით, მას 10 მილიარდის დანაზოგის შექმნა შეუძლია. საბერნეთის მთავრობის განცხადებით, თუკი ის ფულს ვერ მიიღებს, შესაბამისად ვერ შეძლებს ვალების გასტუმრებას. საბერძნეთის დეფოლტი კი, ევროკავშირის და შეერთებული შტატების ეკონომიკაზეც გამანადგურებელ გავლენას მოახდენს.