ბრიტანეთის მთავრობა ბრექსიტის დეტალებზე უნდა შეთანხმდეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეიმ დღეს საკუთარი კაბინეტის წევრები უნდა დაიყოლიოს იმ შეთანხმების მიღებაზე, რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის მომლაპარაკებლებთან ეკონომიკური ბლოკის დატოვებასთან დაკავშირებით მიაღწია.

შეთანხმების დეტალები, რომლებიც საბოლოოდ გუშინ საღამოს იქნა მიღწეული, გასაჯაროებული ჯერ არ არის. მთავრობის მეთაურისთვის მინისტრების დაყოლიება, სავარაუდოდ, რთული იქნება. თანხმობის მიღების შემთხვევაში, კი შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რასაც მიმომხილველები კიდევ უფრო რთულ ამოცანად მიიჩნევენ.

ბრიტანელი კანონმდებლები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან - ეგრეთწოდებულ, ბრექსიტთან - დაკავშირებით გაყოფილები არიან.

ეკონომიკურ ბლოკთან მოლაპარაკების პროცესში, მეი ცდილობდა ევროკავშირთან რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა შეენარჩუნებინა.

მოლაპარაკების ერთ-ერთი ყველაზე რთული თემა ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხია, რომელიც ევროკავშირის წევრ ირლანდიას ესაზღვრება. ამჟამად, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის ღია საზღვარია, რაც ადამიანებისა მიმმოსვლასა და თავისუფალ სავაჭრო მიმოსვლას უზრუნველყოფს. ემ ეტაპზე, უცნობია თუ როგორ გაართმევს ბრიტანეთი თავს ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის საკითხს.