გერმანიამ,ბალტიის ზღვის საკითხების სამართავად, ორშაბათს, ახალი მრავალეროვნული საზღვაო სათავო ოფისი გახსნა. მას ნატოს ოპერაციების წარმართვის უფლებამოსილება და შესაძლებლობა ექნება.
"ჩვენი გზავნილი, ჩვენი პარტნიორებისთვის და მათთვის, ვინც ჩვენს მშვიდობას ემუქრება, მარტივია: გერმანია მკიცედ უერთგულებს თავის ვალდებულებებს", - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.
ასევე ნახეთ: ლოიდ ოსტინი კიევშია"ეს სათავო ოფისი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს შეასრულებას იმაში, რომ მომზადდეს სამხედრო სიტუაციის თაობაზე ანგარიშები და უპასუხოს რეგიონულ გამოწვევებს, მათ შორის, ნატოს წევრი სახელმწიფოების ინტერესების დასაცავად, მათ წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისგან, განსაკუთრებით კი რუსეთთან სიახლოვის გათვალისწინებით", - თქვა პისტორიუსმა.
ამ ოფისის გახსნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატოსთვის ბალტიის ზღვის მნიშვნელოვა იზრდება. განსაკუთრებით კი, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობის გამო. რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტი კალინინგრადთანაა განთავსებული.